ხელოვნების ორი სახე-პოეზია და მუსიკა:
შექსპირის სონეტები და ვ. მაჭავარიანის მუსიკა
თამაზ ჩაჩავა
თუ კი შექსპირის სონეტებიც შექსპირს ეკუთვნის, შექსპირი მოულოდნელად წარმოდგება როგორც თვინიერი, თვითუარმყოფელი, თვითდამდაბლების ნეტარებაში ჩაძირული ადამიანი . სონეტების მეორე მხარე დაუკავებიათ შექსპირის დრამების სისხლით შეღებილ, ნაპერწკლების მფრქვეველ, გამძაფრებულ რეალობას . რომელ სამყაროს ეკუთვნის შექსპირი თავისი ტემპერამენტით -დამაკნინებელ, კრიმინალურ, შეურცხმყოფელ დრამების რეალობას თუ მისი სონეტების თვინიერ, მშვიდობიან, ჭვრეტით და დიდ ნაწილში გაურკვეველ სექსუალურ განწყობას , ძნელია თქმა, რადგან მის დრამებშიც კი შეიძლება აღმოვაჩინოთ ზოგი სექსუალური შეუსატყვისობა.
მაგრამ საერთოდ უნდა ითქვას, რომ რენესანსული მამაკაცური მეგობრობა, აღორძინების დროინდელ ევროპაში, კაცის და ქალის სიყვრულზე მაღლაა შეყენებული. ეს სექსს მოცილებული სიყვარული მართლაც აღტაცებას იმსახურებს. სექსს განრინებულ ადამიანთა სიყვარული მომავალ ადამიანთა სიყვარულია.
რა უნდა მოვიმოქმედოთ შექსპირის შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება მისი პორტრეტის ერთ ჩარჩოში მოქცევა. შექსპირი მოფარებულია თავის დროს, თავის მრავალსახოვან, მრავალეროვან, მრავალშინაარსობრივ დრამებს და ბოლოს თავის სქესარეულ სონეტებსაც, რაც კიდევ უფრო ენიგმატურს ხდის შექსპირის პიროვნებას.
თავის მუსიკალურ შექსპირისეულ სონეტებში ვახტანგ მაჭავარიანმა შესანიშნავად გადალახა მის წინ მდგარი სირთულეები და თავის მუსიკაში წარმოადგინა იდეალური შექსპირი მინარევების გარეშე. მან პრიორიტეტი მიანიჭა ფიქრის, მედიტაციის და სიყვარულის არასენსუალურ საწყისებს და ამგვარად სუბლიმირებული მუსიკის სამყაროში გადაიყვანა თავისი მსმენელი.
ჩვენ ამჯერად 10 სონეტიდან განვიხილავთ ხუთს - 14,18,23,83,87 , რომელთათვის ვ. მაჭავარიანმა მეტად შთამბეჭდავი მუსიკა შექმნა.
მე-14 სონეტი იწყება შესპირის სიტვვებით,რომ იგი ვარსკვლავებიდან არ წყვეტს თავის ცოდნას და მან მაინც იცის რა არის კოსმიური სიბრძნე, რადგან იგი ამ სიბრძნეს მშვენიერ თვალებში კითხულობს. თვალებში, რომლებშიც ჭეშმარიტება და სილამაზე თანაარსებობენ. მაგრამ ჭეშმარიტებაც და სილამაზეც დაცვას საჭიროებენ.
საოცარია მშვენიერების შექსპირული სიმბოლიკა და მღერადი მეგი ჩიხრაძის მომხიბვლელი ხმის ამ ბგერათა საფეხურებით სვლა. ქალის მდიდარი ხმის დამატყვევებელი მიმზიდველობა, რომელიც ქალის იდუმალებასაც ხსნის-
სიბრძნის ქალურ არსს - გრძნობათა ქალურ სიბრძნეს; ქალის კაცისგან განსხვავებულ სულ სხვა კოსმოსის ენერგიას,რომელიც თუ კი არ არის შერყვნილი, კაცის ინელექტუალურ საწყისებზე მაღალია,რადგან ის უკცე არის ის,რაც უნდა იყვეს. ნამდვილი ტალანტები კაცთა შორის აერთიანებენ თავის თავში კაცურს და ქალურს.
მაჭავარიანის მუსიკა ნიჭიერი მუსიკაა - გამოღვიძებულია კაცთა ძილისგან და აცილებულია კონვენციურ რეალობას . მაჭავარიანი მუსიკის ფიქრის ენას გვთავაზობს - ჭეშმარიტების და სილამაზის თაყვანისცემას; ამ ძალებით ადამიანის გარდასახვას, თუ კი ადამიანი ამას მოინდომებს.
დიახ, უნდა მოინდომო, გონების ნათელი და გულის სიყვარულის ძალა ერთ წერტილში გააერთიანო, ყურადღების სრული მობილიზაციით და ლაზერის სხივად ქცეული ენერგია ყოვლის შეცნობის ენერგიად იქცევა.
თავის საუკეთესო სონეტებში შექსპირი ნამდვილი და დიდი პოეტია. ზოგ სონეტში იგი არ გაურბის პროზაიზმებს. მე-14 სონეტში ის ამბობს- აი რას ვპროგნოსცირებ შენს შესახებ, შენი ბოლო სიმართლის და სილამაზის დასასრული იქნება. ეს სიტყვა „პროგნოსცირება“ ხშირად გაისმის კლინიკებში ავადყოფების ჭრილობების გადახვევების დროს . იგი სხვა მეცნიერულ ტერმინოლოგიასთან ერთად გვაშორებს ფიქრსაც და სილამაზესაც ერთდროულად.
საინტერესოა ვ.მაჭავარიანის როგორც კომპოზიტორის დახვეწილი ალღო. იგი ტრივიალურ სტრიქონებს ( შექსპირის სონეტებში ისინი დროდადრო გვხვდება ) ისეთ მუსიკალურ ინტონაციას უთანხმებს,რომ იქმნება ესთეტიკური დახვეწილობის სრული სურთი .
ხელოვნებაში არ არის სკმარისი ფრთამალი მერცხალივით ფრენა და არც მარმარილოს ლოდების თრევა, ხელოვნება უმელნო კალმით წერის უნარია , უჰაერო სივრცეში გადასვლის უნარია და ბოლოს სიკვდილის უნარია, თუ კი სინანულის გარეშე შეხვდები მას. შექსპირი და მუსიკა ამას ხელს უწყობენ.
რა თქმა უნდა ამას ხელს უწყობენ აგრეთვე ღია როიალი, პიუპიტრზე შემოდებული სანოტო რვეული, შემოფრენილი ნიავის ფრთხიალი და კიდევ ბევრი რამ, რომელთა გათვალიწინება შეუძლებელია, თუ კი ნიჭიერი არა ხარ. ვ, მაჭავარიანი ამ კითხვებს დაჯერებით პასუხობს თავისი უდაო კომპოზიტორული ნიჭის მეშვეობით.
მე - 18 სონეტი მშვენიერების სონეტია, სრულყოფილი თავისი ფორმით და შინაარსით. იგი, რა თქმა უნდა, შექსპირის ერთ-ერთი შედევრია. - შეგადარო შენ ზაფხულის დღეს? მაგრამ შენ უფრო საყვარელი და სრული ხარ. დღეიდან კი უკვდავიც, რადგან ამ სტრიქონებში იცოცხლებ სამუდამოდ.
ეს სონეტი და მომღერლის ხმის ჟღერადობა ძალზედ ესადაგებიან ერთმანეთს. თვით მუსიკაც, ჩემის აზრით, ყველაზე სრულყოფილია სონეტების ამ ციკლში (14,18,23,,83,87). იგი მიმზიდველია თავისი პოეტური დიაპაზონით,პოეტური გრძნობით და გამომხატველი საშუალებების ეკონომიით რაც დამახასიათებელია მაღალი შემოქმედებისთვის. სონეტის მუსიკა, თითქოს და მაგიური ძალების გავლენით, თავისით ლაგდება, თვითონ პოულობს სიტყვების ,ინტონაციის თუ დინამიური სვლის ზუსტ ნიუანსებს. თქვენ თითქოს წინ უსწრებთ, თუ წვდებით ცოდნის საწყის წყაროებს. ამგვარი ალღოთი აზროვნება დამატყვევებელია და ეს მე-18 სონეტი მასში ჩაქსოვილი ამგვარი „ ალღოთი“ , უშუალო აღქმას უწყობს ხელს. ეს სონეტი მთლიანობაში კომპოზიტორის, მომღერლის და პოეტის გამარჯვებაა, და ბოლოს დაუმარტებდი - მსმენელისაც .
23-ე სონეტის მუსიკა ერთგვარი პროლოგით, ინტროდუქციით
იწყება, როცა თვით მუსიკა იწყებს ფორმირებას. შეშინებულ მსახიობს სცენაზე არა თუ თავისი როლი, არამედ მღელვარებით მოწოლილი ენერგიისგან, გადაჭარბებული ძალისხმევისგან, გული აქვს დასუსტებული და აღარაფერი ახსოვს - იგი სიყვარულის ტალღებში იკარგება.
შექსპირს უნდა,რომ მისი თვალები მჭერმეტყველებდნენ; სიყვარულის მუნჯი მოწმე მისი მკერდი ლაპარაკობდეს ; და ბოლოს მისი დამაგვირგვინებელი შეძახილი - თვალებით სმენა სიყვარულის საიდუმლოა!
მუსიკა დრამატიულია და“ mine own loves might” -ზე ტრაგიკულიც, რადგან სიტყვა მრავალთა იარაღია, ნამდვილი გრძნობა კი მუნჯია. მომღერლის ხმა თითქოს ამ შინაგან დაძაბულობას და გარე, ზედაპირულ ადამიანთა სიმსუბუქეს და ქარაფშუტობას ადარებს ერთმანეთს. ფსიქოლოგიურად ამ რთულ ეპიზოდისთვის მაჭავარიანს შესანიშნავი მუსიკალურად ადექვატური მეტყველება აქვს შერჩეული.
ბოლოს ეს ფიქრით და გრძნობით აღვსილი - to hear with eyes belongs to loves fine wits ( თვალებით სმენა სიყვარულის საიდუმლოა). უკანასკნელ „loves fine wits“ კომპოზიტორი ორჯერ იმეორებს, რაც შთაბეჭდილებას სონეტისგან კიდევ უფრო აღრმავებს.
83 სონეტი მომღერლის ხმის ფართო, ხავერდოვანი ჟღერა, მისტიური ხმა ზღვათა სივრციდან, თითქოს შორიდან მომავალი, რომელიც თანდათან ნათელ ემოციურ მთლიანობას იძენს. ეს გრძნობა არა აფექტატური არამედ სიღრმიდან მომავალი , პოეტური განცდით შთაგონებული სიყვარულია - შენ ჩემს დუმილს ცოდვათ მიითვლი, ჩემი ღირსება კი ჩემი სიჩუმეა, ჩემი განრინებაა. ჩემი დუმილი მშვენიერების საწყისებს იცავს, იგი მუსიკად გარდასახული სიმუნჯეა.
87 სონეტის მუსიკა თავისი რითმით ჯაზურ ნაწარმოებს მოგაგონებს, ყოველგვარი ვულგარიზმის გარეშე. სონეტის მუსიკა მიჰყვება დახვეწილი გემოვნების ეტალონებს და მომღერალიც თვითექსპრესიის მწვერვალებს აღწევს. მისი ხმა ხან სინანულით ჟღერს , ხან აღტაცებით. ბედთან შერიგების აუცილებლობის განწყობაც ტივტივდება- ერთგვარი მუსიკალური ჯადოქრობა. შემდგომში მომღერლის ინგლისური არტიკულცია, რა თქმა უნდა, დაიხვეწება.
პოეტი პირველსავე ფრაზაში ეუბნება თავის ტრფიალს ,რომ იგი გადაჭარბებით ძვირფასია მისთვის , თუმცა საყვარელმა იცის თავისი ფასი და მნიშვნელობა.
სონეტის 14 პწკარიდან 10 მდედრობითი რითმით ბოლოვდება და ამ მონოტონიზმს მაჭავარიანმა ჯაზური საცეკვაო რითმის სისხარტე დაუპირისპირა. სონეტის თითქმის საცეკვაო რითმზე აწყობა, თამამი ექსპერიმენტია და ანელებს ტრაგიკას . მაჭავარიანის ამ გამოღვიძებულმა სონეტმა ცხადშივ „მეფური“ სილამაზე და მომხიბვლელობა შეიძინა.
ვ. მაჭავარიანის მიერ შექმნილი სილამაზის სუფთა სამყარო ესთეტის თავშესაფარია ვულგარულ ი რეალობისგან.
და ბოლოს აღსანიშნავია , რომ კომპოზიტორი თავის შექსპირულ მუსიკას უძღვნის - ნანა კიკნაძეს.
გაზეთი: ქართული სიტყვა
|
|
Photo By Stephane de Bourgies |
|