ვახტანგ მაჭავარიანი
პრესის ზოგიერთი ამონაწერი.
1. „შოტლანდიის ოპერის ორკესტრი და გუნდი ვახტანგ მაჭავარიანის ოსტატური დირიჟორობით უკრავდნენ და მღეროდნენ როგორც გმირები. მაჭავარიანის დირიჟორობით ორკესტრმა წარმოადგინა უდიდესი საორკესტრო მაგია, რომელიც მე ოდესმე მსმენია ამ ორკესტრისგან“.
მ.ტამელტი, „გლაზგო ჰერალდ" შოტლანდია.
2. სტრავინსკის „ოიდიპოსის მეფე" და ბარტოკის „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე.
„ეს ნაწარმოებები ბრწყინვალედ იდირიჟორა ვახტანგ მაჭავარიანმა და მე არასდროს არ მსმენია ორკესტრი ასეთ ბრწყინვალებაში“.
რ.მაილნს, „სპექტატორი" ინგლისი.
3. „ორივე ნაწარმოები იდირიჟორა დემონური სიძლიერით ვახტანგ მაჭავარიანმა..... თავიდან ბოლომდე აღმავლობით, სადაც დო მაჟორის კულმინაცია იქცა წარმოდგენის ტრიუმფად, რამაც გააოგნა აუდიტორია".
კ.ვოლტონი, ჟურნალი „ოპერა", ინგლისი.
4. „უკეთებთ რა რეზიუმეს ამ საღამოს, შეგვიძლია ხაზგასმით ავღნიშნოთ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობა. იგი უფრო ღრმად ჩაწვდა ბარტოკს, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული..... და შეიძლება ითქვას, ბოლომდე გამოავლინა მისი ბუნება"
კენნეტ ვოლტონი, „დეილი ტელეგრაფი". ინგლისი.
5. „წარმოდგენის ვოლტაჟი მეტადრე იზრდებოდა შოტლანდიის ოპერის ორკესტრის შესრულებით ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით..... ყოველი დეტალი მეტყველებს, აქვს დანიშნულება და მიზანი - აზრი. მაჭავარიანმა მრავალსახოვანი სტილისტიკა ბრწყინვალედ წარმოაჩინა".
მაქს ლოპერტ,“ფინანშიალ ტაიმს". ინგლისი.
6. „ვახტანგ მაჭავარიანის ხალასმა და ფეთქებადმა დირიჟორობამ შემატა სიცოცხლის ნაკადი წარმოდგენას. მან შთაბერა სული და ორკესტრი აღიმართა კულმინაციისკენ, რამაც მსმენელს სუნთქვა შეუკრა“.
რაიმონდ მონელ, „ზი ინდეპენდენტ". ინგლისი.
7. „უდიდესი წარმატება განაპირობა ვახტანგ მაჭავარიანის ბრწყინვალე - ზღაპრულმა დირიჟორობამ....... ინტერპრეტაცია მოდიოდა პირდაპირ მუსიკიდან".
ქეით ბრიუს, „სკოტლანდ ონ სანდეი". შოტლანდია.
8. „ქართველი დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის სახით მანჩესტერის „ჰალლე" ორკესტრს ჰყავდათ თითქმის დემონური ენერგიის და დაუვიწყარი სიძლიერის ფიგურა..... კ.მ.ფონ ვებერის მუსიკა დაიკრა თითქმის უნივერსალური სიზუსტით და სტილით, სიბელიუსის მეორე სიმფონია დაიკრა დინებით, ცეცხლოვნად და აღმაფრენით“.
რობერტ ბენლე, „მანჩესტერ ივნინგ ნიუს". ინგლისი.
9. ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლი: „ფართო და ყურადღებიანი აუდიტორია დაჯილდოვებულ იქნა შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონიის შესრულებით ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით და ორკესტრების ორკესტრის-საფესტივალო ორკესტრის შესრულებით".
„დეილი ტელეგრაფი".ინგლისი.
10. „ტრაგიკული აკუმულაცია ვაგნერიანული წარმოდგენით გადმოიცემა ორკესტრში მაჭავარიანის კონტროლით".
ჯონ მარრიოტ, „სკოტლანდ ონ სანდეი". შოტლანდია.
11. „არასდროს არ მსმენია ესოდენ ბრწყინვალე საორკესტრო შესრულება, როგორც ეს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობისას მოვისმინე".
ერიკა კინგ, „ჯუიშ ეხო".ინგლისი.
12. „ვახტანგ მაჭავარიანმა წარმოაჩინა მალერის ვოკალური ციკლის და მისივე მეოთხე სიმფონიის ღრმა რომანტიული ინტერპრეტაცია. ეჭვგარეშეა, იგი ნამდვილი ოსტატია"
კარმელო ერეატქსო, „ელ კორრეო" ესპანეთი.
13. „უხვი ჟესტით, მუდამ ყურადღებიანი და სრული კონტროლით, მაჭავარიანმა ბრწყინვალედ გამოსახა რიმსკი კორსაკოვის „შეჰერეზადას" ბგერები და ფერები".
„დეია" ესპანეთი.
14. „შთაგონებული წარმოდგენა- რიმსკი კორსაკოვის „შეჰერეზადა" დიდებული და მდიდარი ბგერების ტემბრით, შესანიშნავი ბრწყინვალებით - ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით".
„ელ კორრეო" ესპანეთი.
15. „ბარტოკის „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლის" პრემიერა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით იყო მნიშვნელოვანი მოვლენა".
„დეია" ესპანეთი.
16. „ბარტოკის მშვენიერი ინტერპრეტაცია, მაჭავარიანი დირიჟორობდა დიდი ოსტატობით, ბრწყინვალე საორკესტრო წაკითხვით".
„ელ კორრეო" ესპანეთი.
17. „მაჭავარიანმა წარმოადგინა ვაგნერის „ტრისტან და იზოლდეს" „ტანჰეიზერის" და „რიენცის" მუსიკის მდიდარი - დამაჯერებელი ინტერპრეტაცია, შესძინა რა მუსიკას სრული სულიერი ბრწყინვალება".
„ელ მუნდო" ესპანეთი.
18. <განკითხვის დღე და აპოკალიპსური ფორტისსიმო>. „გინდ ვაგნერი, გინდ ვერდი.... მაჭავარიანი თავს გრძნობს თავის სტიქიაში. იგი პოულობს რბილ ბგერათა წყობას, გრძნობათა ქარბუქს, რამაც მადლიერი და ენთუზიასტური პუბლიკის ხმამაღალი ბრავო გამოიწვია".
„ვისბადენერ ცაიტუნგ" გერმანია.
19. <ბრწყინვალება და რელიგიური სიღრმე>. „- მიღწეულ იქნა ვახტანგ მაჭავარიანის აქ ჩამოყვანა. ქართველმა თავი აჩვენა როგორც რომანტიული ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე შემოქმედმა. მაღალ მუსიკალური ვერდის რეკვიემისთვის იგი იყო საუკეთესო არჩევანი. მისი დამოკიდებულება ბრწყინვალებისადმი და მრავალფეროვნებისადმი, რასაც იგი დიდ ორკესტრში გამოხატავს შთამბეჭდავია. „დიეზ ირაე" აყვანილი იყო ჟღერადობის მიღწევის კატეგორიაში. ჟღერდა მაღალი ზნეობის მუსიკა. პიანისიმოები იგრძნობოდა კანქვეშ".
ჰაინც შროტერი.“რაინ მაინ პრესსე", გერმანია.
20. <ძლიერად და მგრძნობიარედ>. „....ვერდის რეკვიემი ვ.მაჭავარიანის დირიჟორობით....ჟღერს მთელის მისი სიძლიერით, ასევე ლირიული თვისებების მშვენიერებით".
ჰანო ერლერი, „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგ" გერმანია.
21. „საოცრად დისციპლინირებული, მაღალმუსიკალური დირიჟორი, რომელიც ბრწყინვალედ განაგებს ყოველივეს, ვახტანგ მაჭავარიანი.... მისი შესაძლებლობები პულტთან, მისი მრავლისმეტყველი ბგერათა შენების უნარი და შეგრძნება, მისი დინამიკის განვითარების ნიჭი, მისი უნარი შექმნას კოლორიტული ფერების უნაზესი პასტელის ჟღერადობა, მისი ჯადოსნური ყურადღებისუნარიანობა და ზუსტი ტაქტირება..... „
ბ.სტ.რგბ. „ვისბადენერ ლებენ" გერმანია.
22. <ვახტანგ მაჭავარიანის კონცერტი შტუტგარტის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან>. „ბერლიოზის ფანტასტიურ სიმფონიაში, მაჭავარიანმა მოიზიდა საორკესტრო ჟღერადობის ბრწყინვალება, აიყვანა რა იგი აფეთქებამდე, მოახდინა რა ფოკუსირება კონტრასტებზე, სწრაფად აქანდაკებდა ჰარმონიებს, ფენომენალურ რეზონანსამდე აჰყავდა ლითონის ჯგუფის ჟღერადობა, თითქოს და აცხადებდა განკითხვის დღეს".
ჰორსტ კეგელი, „შტუტგარდერ ცაიტუნგ" გერმანია.
23. „მაჭავარიანი ეფექტურად დირიჟორობდა, ააწყო რა ელემენტების ხაზი თითქმის კონფუზიამდე. მუსორგსკის „ღამე შიშველ მთაზე"- პირველ - ავტორისეულ ვერსიაში და არა რიმსკი კორსაკოვის რედაქციით. მას გიგანტური ჟღერადობაც კი მტკიცედ უჭირავს კონტროლის ქვეშ. გამოაჩინა რა მძლავრად მეორადი პლასტებიც, ძერწავდა მუსიკას თავისი ნებასურვილის მიხედვით".
„შტუტგარტერ ექო" გერმანია.
24. «მაჭავარიანი წარმოგვიდგა როგორც ორკესტრის აღმზრდელი, სავსე ძალითა და გრძნობებით, იგი ენდობა მუსიკოსებს, რათა მუსიკა მათთან სწორედ მივიდეს".
«ლუბეკერ შტადცაიტუნგ"გერმანია.
25. <რუსული სულის მუსიკალური ზეიმი.>. «ორკესტრი გასხივოსნდა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით. კომპოზიტორი და დირიჟორი იყვნენ ერთიანი ვ.მაჭავარიანის მიერ ინტერპრეტირებულ შოსტაკოვიჩის Nr.6 სიმფონიაში. უკეთესი შესრულება წარმოუდგენელია".
ვოლფგანგ ჩეჩნე, «ლუბეკერ ნაჰრიჰტენ" გერმანია.
26. „ე.მიქელაძის სახ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი უმაღლესი კლასის ორკესტრია…. მეტად ემოციური და ამავე დროს ძალზედ ზუსტი დირიჟორი ვ.მაჭავარიანი მსუბუქი ხელით აკონტროლებს და განაგებს ყოველივეს…. რამაც მოახდინა უდიდესი შთაბეჭდილება".
«რაინიშე პოსტ" გერმანია.
27. «საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მიეკუთვნება პირველი კლასის საერთაშორისო ორკესტრებს….. სუვერენული, ნათელი კონტურებით, მაესტრო მაჭავარიანი ისე მოძრაობს, როგორც მენუეტის ცეკვისას, მტკიცედ და უხილავი ძაფებით მართავს ორკესტრს.
«ვესტდოიჩე ცაიტუნგ" გერმანია.
28. «მაჭავარიანმა აიყვანა პროკოფიევის Nr.5 სიმფონია მეტად სუვერენულ, ინტიმურ მნიშვნელობამდე, ყოველგვარი ტრადიციული იდეოლოგიების გარეშე, გასაოცრად მდიდარი და ასევე გამჭვირვალე მუსიკალური ჟღერადობით".
კლაუს ბორსტონ, «პოცდამერ ნაჰრიჰტენ" გერმანია.
29. «კიდევ ერთხელ დაამტკიცა ვახტანგ მაჭავარიანმა პროკოფიევის Nr.5 სიმფონიაში მისი განსაკუთრებული რიტმის გრძნობა, სიმფონიის ჩქარ და საცეკვაო რიტმის ნაწილებში".
იორგ ციმმერმან, «მერკიშე ალგემაინე-ფრანკფურტ" გერმანია.
30. «ბრწყინვალე ბალანსს აღწევს მაჭავარიანი ორკესტრსა და სცენას შორის. ეს იყო ჩაიკოვსკის ოპერის თანამედროვე და იდეალური ინტერპრეტაცია".
მატიას მიულერი, «სანტ გალლენ ცაიტუნგ», შვეიცარია.
31. «ვახტანგ მაჭავარიანმა დახატა რახმანინოვის ეპიკური მუსიკალური მეტყველება, თავისუფლად, ძლიერად და მძაფრი კონტროლით".
რაიმარ ვაგნერ, «ბაზელერ ცაიტუნგ" შვეიცარია.
32. «ძალზედ მუსიკალურად მუშაობდა დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. ზუსტი ჟესტით, კომპაქტური და მძაფრი აქცენტებით მიჰყავდა ორკესტრი და მომღერლები მწვერვალისკენ".
ფრიც შაუბ, «ლუცერნერ ცაიტუნგ", შვეიცარია.
33. «ქართველმა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა რახმანინოვის «ალეკოში" ისევე როგორც ჩაიკოვსკის «იოლანტაში" აზიარა ორკესტრი უმაღლეს ფერადოვნებას და მუზიცირებას".
პეტერ შაუფელბერგერ, «დერ ბუნტ" ბერნი, შვეიცარია.
34. «ორკესტრი მოჯადოვებული იყო ვ.მაჭავარიანის მიერ. ფეთქებადი, წარმოსადეგი, კომუნიკაციური, ემოციური და ნათელ-გასხივოსნებული".
ნ.მიშალონ, «ლა ტრიბუნ" საფრანგეთი.
35. <ოპერა «ბორის გოდუნოვი>. „გაგვიმართლა, რომ ამ ოპერაში გვყავდა მაღალი კლასის დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. პუბლიკამ მოუწყო მას ხანგრძლივი ოვაცია".
ა.პუსენო, «ლე პეტიტ ბლე" საფრანგეთი.
36. „ვახტანგ მაჭავარიანის პირველი კონცერტი ისრაელში იყო სასიამოვნო სიურპრიზი, მისი ენთუზიასტური და თბილი სადირიჟორო მეტყველებით, რამაც შეაღწია ორკესტრში და აღაფრთოვანა აუდიტორია“.
ორა ბინურ, „მა არივ". ისრაელი.
37. <მოსკოვი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი>.
„ბრამსის სიმფონია Nr.4 მსოფლიო სიმფონიზმის ერთ-ერთი მწვერვალია....... ვახტანგ მაჭავარიანმა აგვაღელვა წაკითხვის სიღრმით, ლირიზმით და ფილოსოფიური კონცეპციით, რაც ნათელყოფს მის ოსტატობას".
მ.ვერშინინი, „სოვეტსკაია კულტურა" რუსეთი.
38. <მოსკოვი, ჩაიკოვსკის სახ.დარბაზი>.
ფ.შუბერტის Nr.4 (ტრაგიკული) სიმფონია, ... განვმარტავდი როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, ზოგჯერ მონუმენტალიზირებული ინტერპრეტაციით....მოულოდნელი, მაგრამ დამაჯერებელი, რაც მთლიანობაში დირიჟორის მამაცი ნაბიჯი და დიდი წარმატებაა. ბრწყინვალედ გაუწია ვახტანგ მაჭავარიანმა პარტნიორობა პიანისტ პეტროვს ბრამსის Nr.2 საფორტეპიანო კონცერტში".
იური კორევი, ჟურნალი „სოვეტსკაია მუზიკა“, რუსეთი.
39. „მინდა ავღნიშნო დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელოვნება, რომელიც ჩემი აზრით შორს გაიტანს ჩვენი ქვეყნის სადირიჟორო სკოლის სახელს".
ტ.ხრენიკოვი, სსრკ სახალხო არტისტი, „სოვეტსკაია კულტურა" რუსეთი.
40. „მსურს მადლობა უთხრა მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს, რომელმაც ღრმად და ფაქიზად ჩაგვახედა კომპოზიტორის სულში, „ტოსკას" წარმოდგენაში და ხაზგასმით დაგვანახა პუჩინის შემოქმედების მუსიკალური დრამატურგია. დირიჟორმა ყურადღება გაამახვილა ავტორზე, როგორც მხატვარ ფსიქოლოგზე, რომელიც მთავარ ყურადღებას ამახვილებს პერსონაჟების შინაგან სამყაროზე, მათს გრძნობებსა და განცდებზე. ...დღეს აქ, მოსკოვის დიდ თეატრში ვიხილე საქართველოს კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი, შესანიშნავი მუსიკოსი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი".
ალბერტო კოსოტი, იტალიელი ჟურნალისტი, ინტერვიუ გაზეთ „თბილისის" კორესპონდენტთან.
41. „ვახტანგ მაჭავარიანი პირველად შარშან ვიხილე ლენინგრადში, შედეგად მოვიხიბლე. ეს არის სერიოზული, მაღალი გემოვნების და გრძნობების მუსიკოსი. მუსიკალურ სამყაროში გაზრდილი დირიჟორი გამოირჩევა ისეთი ნიუანსებით, რაც დღეს იშვიათად გვხვდება.... იგი უაღრესად მგრძნობიარე, გამოკვეთილად ინტელიგენტი მუსიკოსია. დღეს კი „ტოსკა" დიდ თეატრში მან ჩაატარა ბრწყინვალედ".
ო.ნემიროვსკაია, ხელოვნებათმცოდნე, ინტერვიუ გაზეთისთვის „თბილისი". მოსკოვი.
42. <ბრწყინვალედ გრძნობს ორკესტრს>. „თქვენ ვერ კი წარმოიდგენთ, რამდენად აღტაცებულნი არიან ჩვენი მუსიკოსები ვახტანგ მაჭავარიანის ოსტატობით. ეს არის სიყვარული პირველი შეხედვით..... იგი უმალ მოხვდა ყურადღების ცენტრში. ვახტანგი - უმაღლესი რანგის ოსტატია, საოცრად მშრომელი, არ არის დიქტატორი, ბრწყინვალე იუმორით“.
ა.სისნევი, „სოვეტსკაია კულტურა“ს კორესპონდენტი დიდ ბრიტანეთში, ინტერვიუ შოტლანდიის ოპერის მუსიკოსებთან. „სოვეტსკაია კულტურა" რუსეთი.
43. „ის რომ ვახტანგ მაჭავარიანი ცნობილია ბრიტანეთის კუნძულებზე გასაკვირი არ არის, ....ჩვენს ქვეყანაში იგი ცნობილია განსაკუთრებული ნიჭიერებით და კაშკაშა ტემპერამენტით".
ე.გორჩაკოვა, „სოვეტსკაია კულტურა", რუსეთი.
44. <მეფური დირიჟორის გადამწყვეტი ნაბიჯი>. „შოტლანდიური ოპერის ორკესტრის დასი აცხადებს; ვახტანგ მაჭავარიანის სადირიჟორო ტექნიკა საუკეთესოა, მასში ჰარმონიულად შერწყმულია ხელების და სახის მიმიკა, იგი ენდობა შემსრულებლებს".
კ.ბოუენი, „გლაზგო ჰერალდ", შოტლანდია.
45. < აი ეს იყო კონცერტი ! > „მადლობა დირიჟორს - ვახტანგ მაჭავარიანს ასეთი ძალზედ საინტერესო პროგრამის შერჩევისთვის. წინასწარ ვიტყვი, რომ დირიჟორმა ორივე ამოცანა წარმატებით გადაჭრა შეფასებით ფრიადი. დ.შოსტაკოვიჩის Nr.6 სიმფონია რთულ შემოქმედებით ამოცანას სახავს.... პარტიტურის ამ დეტალებზე შევჩერდი იმისთვის, რომ უფრო გამოვკვეთო დირიჟორისა და ორკესტრის წინაშე მდგარი ამოცანის სირთულე..... კონცერტის მეორე განყოფილებაში ....სადაც სრულდებოდა XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად აღიარებული ბელა ბარტოკის ოპერის - „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლის" საკონცერტო ვარიანტის, პირველი შესრულება საქართველოში. ამ ოპერაში წამყვანი როლი ეკისრება ორკესტრს, ....დინამიკური პროცესის უწყვეტობით განპირობებული. ორკესტრმა ჩინებულად გაართვა თავი ამ სიძნელეებს, მწყობრად, მსუყეთ, ტემბრულად მდიდრულად ჟრერდნენ სიმებიანთა, ხისა და ლითონის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფები. ცხადია, რომ ყოველივე ამის ორგანიზატორი და „კოორდინატორი" გახლდათ ვახტანგ მაჭავარიანი“.
გულბატ ტორაძე, „საქართველოს რესპუბლიკა".
46. <მუსიკა ძალმომრეობის წინააღმდეგ>. „....აქ მოვიდნენ ვისაც მუსიკა უყვარს საკუთარ თავში და არა თავისი თავი კონცერტზე......... იქნებ სოლისტები არ არიან უცხოეთის სახელგანთქმული მომღერლები ?.... ბარტოკის „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე" პირველად სრულდება საქართველოში. არც შოსტაკოვიჩის VI სიმფონიას მოუბეზრებია თავი.... სულს ვერავინ კლავს ! ორკესტრმა ეს ამ კონცერტით დაამტკიცა - გენიალური მუსიკოსის სახელის შარავანდედი ტყუილუბრალოდ არ მოსავს მას ! ყველაფერს განაგებდა დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.... იგი არ სჯერდება დირიჟორის ძირითად დანიშნულებას..... იგი იბრძვის ორკესტრის გადასარჩენად, თუმცა მისი ხმა ჯერაც მღაღადებელია უდაბნოსა შინა ! ....დასანანია, რომ ეს შესრულება ერთჯერადი იყო და არ განმეორდება".
რუსუდან ქუთათელაძე, „გაზეთი თბილისი" საქართველო.
47. <ვერდის ფალსტაფი პირველად საქართველოში ინტერნაციონალური მომღერლების მონაწილეობით>. „
ეს დღე ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში ისტორიული მოვლენაა. – „ფალსტაფი" არასდროს განხორციელებულა ჩვენი თეატრის სცენაზე. ვახტანგ მაჭავარიანმა დასახულ რთულ ამოცანას უდავოდ კარგად გაართვა თავი"
გულბატ ტორაძე, „მთავარი გაზეთი", საქართველო.
48. < შთამბეჭდავი ვარიაციები >. „ისევ და ისევ ვახტანგ მაჭავარიანის ძალისხმევით მოხერხდა კონცერტის გამართვა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. რიჰარდ შტრაუსის „ოთხი უკანასკნელი სიმღერა" პირველად შესრულდა საქართველოში, (სოლისტი კანადიდან ნაილა ვან ინგენ). ხოლო უკვე მეორედ შესრულდა ვახტანგ მაჭავარიანის მიერ ბ.ბარტოკის ოპერა „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე" საკონცერტო ვერსიით....... <ვერდის ფალსტაფი>. „ინტერნაციონალურმა მომღერალთა კოლექტივმა და ე.მიქელაძის სახ. ორკესტრმა ვ.მაჭავარიანის დირიჟორობით სარეკორდოდ მცირე დროში, სულ რაღაც ხუთი რეპეტიციით შესძლო ამ ბრწყინვალე ოპერის სრულქმნილად შესრულება, ერთმანეთთან ვოკალური პარტიების და ოპერის გმირების მუსიკალური სახეების შეჯერება, ორკესტრთან შეთანხმებული შესრულება ერთ სუნთქვაზე. ისეთი გატაცებით და დამაჯერებლობით, რომ აღტაცებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება “ფალსტაფის” შესრულებით”.
თინა ღვინერია, “ახალი ეპოქა", საქართველო.
49. < ფალსტაფი თბილისში >. “თბილისელებს ამ მხრივ გაუმართლა....... ვახტანგ მაჭავარიანის წინამძღოლობით ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა ორკესტრმა...... დიდი მუსიკალურ-საშემსრულებლო სირთულეებიც დასძლია. ამ ურთულესი მაღალმხატვრულად ძალზე ფაქიზი და ნატიფი პარტიტურის ასაჟღერებლად. “ფალსტაფის" ამ სახით შესრულება ამ ორკესტრის საშემოდგომო ციკლის ჭეშმარიტი გვირგვინი იყო. ...მოწვეული იყვნენ მსოფლიოს საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები (მომღერლები). ამ ბრწყინვალე ოპერის, მისი მშვენიერი შემსრულებლების მოსმენით, ბევრი მოიგეს და შეიძინეს საოპერო მუსიკის მოყვარულებმა".
ნათია დეკანოიძე, გაზეთი “თბილისი", საქართველო.
50. <ქართველთა ვოიაჟი ევროპელთა თანხლებით>.
“ამსტერდამის საკონცერტო დარბაზი “კონცერტგებაუ" ერთ-ერთი საუკეთესოგანია მთელ მსოფლიოში. კარგა ხანს უკრავდნენ ტაშს კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მსმენელები ჩვენს ორკესტრსა და ჩვენს დირიჟორს - მოკლედ აუდიტორიამ ისეთი ოვაცია მოაწყო, რომ ორკესტრი იძულებული შეიქნა ბისზე დაეკრა - ვახტანგ მაჭავარიანმა მსმენელებს შესთავაზა ნაწყვეტი ა.მაჭავარიანის ბალეტიდან “ოტელო". მეორე კონცერტი: წინა კონცერტის მსგავსად. ისევ ოვაცია გაუმართეს ქართველ მუსიკოსებს. ისევ ბისი, ვ.მაჭავარიანმა და ორკესტრმა ასეთი შეგებება ჭეშმარიტად დაიმსახურეს, მათმა გამოსვლებმა “კონცერტგებაუში" პირადად ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა..... ამ დარბაზში მუზიცირება კი ყოველი მუსიკოსისთვის საამაყო ბედნიერებაა".
ზურაბ ოიკაშვილი, “საქართველოს რესპუბლიკა".
51. < საქართველოში ვაგნერის ოპერის დაგვიანებული პრემიერა შედგა>.
„ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისგან პრემიერებსა და ნოვაციებს უკვე მიჩვეულები ვართ. ...რაც მთავარია ვახტანგ მაჭავარიანმა, სოლისტებმა და ორკესტრმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხეს აღმავალი ხასიათისა და დაძაბულობის მუხტის შენარჩუნება, ყოველი მათგანი ახერხებდა ერთიანი ჰარმონიის, სრული პარტნიორული თანხმობის და განსაკუთრებული სულისკვეთების შენარჩუნებას. თბილისურმა ვაგნერმაც კარგად ასახა ის გამოცდილება, რომელსაც დირიჟორი იღებდა წლების მანძილზე პეტერბურგში, ვენისა და გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში. ჩვეული ექსპრესიულობით და განსაკუთრებულად შეკრული მუსიკალური პალიტრით ვ.მაჭავარიანმა შესძლო ცნობილი “ტრისტან და იზოლდეს" ჰარმონიის აჟღერებაცა და ვაგნერის დიდებულებასთან მიახლოვებაც".
მადი სერებრიაკოვა, “24 საათი", საქართველო.
52. «ე.მიქელაძის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა და ვახტანგ მაჭავარიანმა წარმოუდგინეს მუსიკის მოყვარულებს ჭეშმარიტად მეფური საჩუქარი. პირველად საქართველოში საკონცერტო ვერსიით აჟღერდა ვაგნერის გენიალური ოპერა «ტრისტან და იზოლდე" თანაც მსოფლიო ვარსკვლავების - მომღერლების მონაწილეობით. …ასეთი რამ სასწაულის ზღვარზეა. მივაგოთ ღირსება ვახტანგ მაჭავარიანს, მის შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს, ხუმრობა საქმეა, ღირსეულად შესრულდეს ურთულესი პარტიტურები. თანაც ამ წელს მან ჩამოიყვანა აქ ათეულზე მეტი სახელოვანი გასტროლიორი. ეს სიყვარულის ჰიმნი, ოსტატი მომღერლებით, ასევე ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი - ვახტანგ მაჭავარიანი. გამოთქვამ მადლიერების სიტყვებს, დაუვიწყარი კონცერტისთვის და გამოვთქვამ იმედს, რომ ვ.მაჭავარიანი არ მიატოვებს ორკესტრს. მთელი ჩვენი მუსიკალური საზოგადოების ვალია, პირველ რიგში კულტურის სამინისტროსი - შეუქმნას ნორმალური პირობები ჩვენს უპირველეს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს და მის ნიჭიერ და ენერგიულ ხელმძღვანელს».
გულბატ ტორაძე, «ვეჩერნი ტბილისი" .
53. <ვერდის ჯადოსნური ბგერები> «…დღეს, როგორც მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ვერდის «რეკვიემის" შთამბეჭდავი ინტერპრეტაციის დიდი წარმატება მიეკუთვნება გუნდს, სოლისტებს, ორკესტრს, გაერთიანებულს ვახტანგ მაჭავარიანის ნებით, ნიჭით და სიმწიფით".
ნადეჟდა დიმიტრიადი, «ვეჩერნი ტბილისი" .
54. <ბრავო>. «….ორკესტრმა და ვახტანგ მაჭავარიანმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. ურთულესი ნაწარმოებების, ვერდის «ოტლეო" და «რიგოლეტო" თავისებური ინტერპრეტაციით, ახლებური წაკითხვით, რაც ჭეშმარიტი ხელოვნების რანგში იქნა აყვანილი". ფესტივალი ბრავო.
ლელა ოჩიაური, გაზეთი «რეზონანსი"
55. <დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელოვნებით პუბლიკა აღტაცებული დარჩა>. «კონცერტის წარმატების კულმინაციად შოსტაკოვიჩის მასშტაბური მეხუთე სიმფონიის შესრულება იქცა. ვახტანგ მაჭავარიანმა ამ სიმფონიაში დირიჟორობის მაღალი კულტურა გამოავლინა. მან მსმენელს საკუთარი, გააზრებული ინტერპრეტაცია შესთავაზა და საინტერესოდ ააგო სიმფონიური ციკლის დრამატურგია. ორკესტრმა შოსტაკოვიჩის ფსიქოლოგიური დრამა არტისტული გაქანებით შეასრულა, რაც მაესტრო მაჭავარიანის შემოქმედებით მიღწევად უნდა ჩაითვალოს. სიმფონიის დასკვნით აკორდს მსმენელთა აღტაცებული ოვაციები მოჰყვა".
ლია ცხადაძე, გაზეთი «რეზონანსი".
56. „ვახტანგ მაჭავარიანი ფლობს ბრწყინვალე მუსიკალურ მონაცემებს, უმაღლესი კლასის სადირიჟორო ტექნიკას, მსუბუქ და ზუსტ ჟესტს, ასევე უზადო მხატვრულ გემოვნებას და ღირსეულ ტემპერამენტს. ამ დღეს ვ.მაჭავარიანმა და ორკესტრმა მოგვასმენინეს მუზიცირების მაღალი კლასი".
ალექსანდრე შავერძაშვილი, კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. „ზარია ვოსტოკა".
57. <წინ დიდი გზაა>. „და მაინც შეიძლება ითქვას, რომ ვ.მაჭავარიანის ჭეშმარიტი სადირიჟორო დებიუტი ამ დღეებში შედგა - ვაგნერის, ა.მაჭავარიანის და ჩაიკოვსკის პროგრამით. საღამომ დაგვიდასტურა, რომ ვახტანგ მაჭავარიანის სახით გვყავს პროფესიულად მომწიფებული, ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედი.... სამუსიკო კულტურა, არტისტული ტემპერამენტი, პლასტიკური, გამომხატველი ჟესტი.... წინ დიდი და რთული გზაა.... გვჯერა, ეს გზა ახალგაზრდა დირიჟორს ახალი შემოქმედებითი მწვერვალებისკენ წაიყვანს".
გულბატ ტორაძე, „გაზეთი თბილისი"
58. <დირიჟორის დებიუტი>. „ვახტანგ მაჭავარიანი წლეულსვე ჩვენ ვიხილეთ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად (დებიუტი) და იმ კონცერტზე იგი დასრულებულ ოსტატად მოგვევლინა. იგრძნობოდა მისი მძლავრი შემოქმედებითი პოტენცია. სასიხარულოა, რომ ვერდის „აიდას" დირიჟორობის დროსაც ვ.მაჭავარიანმა ისეთივე ოსტატობა გვიჩვენა, როგორც სიმფონიურ კონცერტზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაწარმოების შესრულების მთლიანობა, დირიჟორის ღრმა წვდომა და მისი სადირიჟორო ნებისყოფა. ნოდარ ანდღულაძის თქმით,(რომელიც ასრულებდა რადამესის პარტიას) იგი ხაზს უსვამს დირიჟორის მიერ მუსიკალური ტექსტის ფლობას, შინაგან თავისუფლებას, გააზრებულ დამოკიდებულებას და თანმიმდევრობას, დეტალებისადმი ფაქიზ მიდგომას, დიდ მუსიკალურ კულტურას".
იუნონა აფაქიძე, „გაზეთი კომუნისტი".
59. <მშვენიერია ხელოვნება>, ა.თორაძე და ვ.მაჭავარიანი ქუთაისში. „....კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის გენიალური ქმნილებები - სიმფონია Nr.5 და საფორტეპიანო კონცერტი Nr.2. ...ვისაც ჰქონდა ბედნიერება ეხილა ვახტანგ მაჭავარიანის რეპეტიციები ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან, მას არც შედეგი განაცვიფრებდა. შეუძლებელია არ ავღნიშნოთ მისი საოცრად მიზანდასახული, თანმიმდევრული და სწორედ ჩატარებული მუშაობა სულ რამდენიმე რეპეტიციაზე.... აი, ამიტომ აჟღერდა მეხუთე სიმფონია იდეურ-ემოციური შინაარსის ესოდენი სიცხადით. უდიდესი შინაგანი მთლიანობითა და სიმართლით, უწყვეტი პულსით, აღმავალი დინამიკით, გრანდიოზულ სადღესასწაულო ჟღერადობის დრამატულ - ტრაგიკული სახეებით, მათი შეპირისპირებებით. ეს ახალგაზრდა დირიჟორის შემთხვევითი აღიარება რომ არ არის, ამაში აღნიშნულმა კონცერტმა დაგვარწმუნა. კონცერტმა განუმეორებელი შთაბეჭდილებით აღავსო ქუთაისელი მსმენელი და ბევრი რამ შესძინა სიმფონიურ ორკესტრს....მშვენიერება და მადლი ...რისთვისაც უნდა ლექსო თორაძის და ვახტანგ მაჭავარიანის დიდ ხელოვნებას უმადლოდეთ".
ენი არსენიძე, „გაზეთი ქუთაისი"
60. <ერთ საღამოს სამი ეპოქა>. „საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის პულტთან ვახტანგ მაჭავარიანი, რომელმაც თავისი გააზრებული და დახვეწილი სადირიჟორო ტექნიკით მოხიბლა აუდიტორია. ...მან მშვენივრად გაიაზრა კომპოზიტორთა ინდივიდუალობა, ჩაწვდა ნაწარმოებთა მხატვრულ შინაარსს, მთელი სიცხადით გამოხატა ავტორთა სიმფონიური აზროვნების თავისებურება, განუმეორებლობა, მხატვრული ღირსება. ბეთჰოვენის Nr.5 სიმფონიაში დირიჟორმა გვაგრძნობინა ბეთჰოვენის მუსიკის ძალა, ფილოსოფიური კონცეპცია, ფსიქოლოგიური სიღრმე და დრამატიზმი. ....დიდი ტემპერამენტი - სული ჩააქსოვა ხელოვანმა რ.ვაგნერის ოპერის „ტრისტან და იზოლდეს" შესავალში და იზოლდეს სიკვდილის სცენაში, გმირთა სულიერ დრამაში.... სტრავინსკის ბალეტი „ფასკუნჯი" (1919 წლის რედაქციით) ვ.მაჭავარიანის ინტერპრეტაციით - მშვენივრად გვაგრძნობინა ავტორის სტილი... დრამატურგიისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი - ფერადოვნება, კონტრასტულობა. კონცერტმა ცხადყო, რომ ვახტანგ მაჭავარიანის სახით, ეროვნულ სადირიჟორო სკოლას შეემატა ახალი საიმედო ძალა, სხვადასხვა სტილისა და ეპოქის ნიჭიერი ინტერპრეტატორი".
ეთერი ლონდარიძე, „გაზეთი კომუნისტი".
61. <ახალგაზრდა დირიჟორის წარმატება ლენინგრადში>. „ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი პირველად არ გამოდის ლენინგრადის ფილარმონიის დიდ დარბაზში. ლენინგრადის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის შესრულებით და ვ.მაჭავარიანის დირიჟორობით პირველად საბჭოთა კავშირში გაიჟღერა რ.ვაგნერის Nr.1 სიმფონიამ „დო მაჟორი", ასევე შესავალმა და იზოლდეს სიკვდილის სცენამ ოპერიდან „ტრისტან და იზოლდე", რომელიც ისევე როგორც სიმფონია შესრულდა დიდის ამაღლებით, მტკიცედ და აღმაფრენით. მეორე განყოფილებაში შესრულდა ალექსი მაჭავარიანის ორი შედევრი, მისი 5 მონოლოგი ვაჟა ფშაველას სიტყვებზე, ბარიტონ რევაზ კაკაბაძის მიერ და მისივე Nr.4 „ახალგაზრდული" სიმფონია. ლენინგრადის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი ამჟღავნებდა დირიჟორის მიმართ დიდ ყურადღებას, უმალ პასუხობდა მისი ინტერპრეტაციის სურვილებზე".
მიხაილ ბიალიკი, გაზეთი „სმენა" ლენინგრადი. გადმოტანილი გაზეთ „ვეჩერნი ტბილისი"-ში.
62. „ამსტერდამის კონცერგებაუს დარბაზში შოსტაკოვიჩის Nr.10 სიმფონიის შესრულებამდე, საქართველოს სახელმწიფო სიმფინიურმა ორკესტრმა და მათმა მაესტრომ შეასრულეს ალექსი მაჭავარიანის სუიტა ბალეტიდან „ვეფხვისტყაოსანი", შოსტაკოვიჩის „საზეიმო უვერტიურა" და მისივე Nr.2 საფორტეპიანო კონცერტი, სოლისტი: მშვენიერი ამერიკელი პიანისტი ანა-მარია ვერა. შოსტაკოვიჩის Nr.10 სიმფონიაში ვახტანგ მაჭავარიანმა გამოიჩინა დიდი სიმტკიცე და ძალა, ხოლო ორკესტრმა ცხადყო,რომ ეს მუსიკა მათ გენებში აქვთ, რამაც განაპირობა სიმფონიის ბუნებრივად ლოგიკური და ამღლებული შესრულება, რამაც სავსე დარბაზის ოვაცია დაიმსახურა”
იოს რუიტერსი, “ნორდ ჰოლანდს ტაგბლატ" ნიდერლანდები.
63. <მოსკოვი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი - სსრკ რადიოს და ტელევიზიის დიდი სიმფონიური ორკესტრი>. “ემოციათა სიმძაფრე, ფერთა მძლავრი წარმოსახვანი, ამაყი და მკაცრი ძალა, მათრობელა სინაზე ეს არის ის, რაც ახალგაზრდა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა გაგვიმხილა ალექსი მაჭავარიანის ბალეტის, “ვეფხვისტყაოსანი" მუსიკის სუიტაში, რომლის ჰარმონიათა და რიტმების ჟღერადობა გადმოცემულ იქნა დახვეწილად და მდიდრულად".
დ.დ. “სოვეტსკაია მუზიკა". რუსეთი.
64. <სიკეთე ხომ უსასრულოა>. “გამოჩენილი კომპოზიტორის ა.მაჭავარიანის ბალეტის “ვეფხვისტყაოსანი" პრემიერა კიროვის (მარიას) სახელობის თეატრის სცენაზე. უმაღლესი პროფესიონალიზმით აღინიშნა ორკესტრის მუშაობა, რომელსაც ბრწყინვალედ, დახვეწილად და ოსტატურად წარუძღვა დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი".
ი.სტუპნიკოვი, “სოვეტსკაია კულტურა". რუსეთი.
65. “ყველაფერს მოველოდი, მაგრამ არა ასეთ ტრიუმფს. ეს არის კაშკაშით და პოეზიით აღსავსე წარმოდგენა..... დიდი ხანია არ განმიცდია მუსიკალური აზროვნების ასეთი სიღრმე. პარტიტურის ფერთა სირთულე აქანდაკებს რელიეფებს., რაც ბრწყინვალედ გადმოგვცა ვახტანგ მაჭავარიანმა და მისმა სადირიჟორო ხელოვნებამ".
კონსტანტინ სერგეევი, სსრკ სახალხო არტისტი, ბალეტმეისტერი. ინტერვიუ გაზეთ “კომუნისტისადმი".
66. “ვისმენთ რა მის მუსიკას ბალეტისთვის “ვეფხვისტყაოსანი" კიროვის (მარიას) თეატრში, დღეს ისევ დავრწმუნდით ალექსი მაჭავარიანის ნიჭის მრავალფეროვნებაში. ეს მუსიკა გვაოგნებს ფილოსოფიური სიღრმით, ადამიანური განცდების ოკეანისებურობით, სინაზით, სითბოთი და სიკეთით. მინდა ავღნიშნო ახალგაზრდა დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის ოსტატობა და ნიჭი, რომელმაც ბრწყინვალედ მოგვაწოდა ჩვენ აღნიშნული გრძნობები".
ტიხონ ხრენნიკივი, სსრკ სახალხო არტისტი, კომპოზიტორი. “სოვეტსკაია კულტურა". რუსეთი.
67. <ა.მაჭავარიანის ბალეტი “ვეფხვისტყაოსანი" ლენინგრადის კიროვის (მარიას) სახელობის თეატრში>. ....კომპოზიტორი გვთავაზობს თამაშის წესებს და თანამედროვე ორკესტრის სიმდიდრეს, რომლითაც სარგებლობს ბრწყინვალე ოსტატობით......... დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა შეიგრძნო პარტიტურის თავისებურება - ეს არის რიტმთა სტიქია, სერიული ტექნიკა, პოლიტონალური შეთავსებანი და ჰარმონიული კომპლექსები სავსე ურთულესი სტრუქტურებით, თემების პოლიფონიური განვითარებით, ტემბრალურ-კოლორისტული ეფექტებით, და მუსიკის ამ ყოველ ღირებულებებს განაგებს დირიჟორი ბრწყინვალე ოსტატობით".
ვ.კრასოვსკაია, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, “ჟურნალი სივეტსკი ბალეტ". რუსეთი.
68. « თავის მესამე სიმფონოაში ალექსი მაჭავარიანი აზროვნებს მასშტაბების გრანდიოზულობოთ, იდეათა სიღრმით, სახეთა სიდიადით. აქ იგი აპირისპირებს კოსმიურს მიწიერთან, სამყაროისეულს ადამიანურთან. ამ ოსტატის სიმფონიას ჩაიკოვსკის სახ.დარბაზში ასრულებდა დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, ეს იყო სიმფონიის კაშკაშა წარმოდგენა ! ….. საორკესტრო ტუტის ინტერპრეტაცია, მათი გამოყენება სიმფონიურ კონცეფციაში. ა.მაჭავარიანის მუსიკა ითხოვს დიფერენცირებას, ზოგიერთ ფრაგმენტში ტუტი ჟღერდა კლასტერულად, ზოგიერთში კი რიგი ტემრალური ჯგუფების გამოყოფით, ზოგჯერ კი ემსგავსებოდნენ საგუნდო ჟღერადობას; ამ საორკესტრო მასიდან იკვეთებოდა ვოკალური ბუნების ვერტიკალი".
ლ.იზმაილოვა, «სოვეტსკაია მუზიკა".
69. «ა.მაჭავარიანის სიმფონია Nr.3 კვლავ გვარწმუნებს ავტორის დრამატურგიული აზროვნების მთლიანობის განსაკუთრებულობაში და მის ღირებულობაში, რომელშიც მოცემულია მეტამორფოზების მთელი რიგი, წარმოქმნილი ერთი მუსიკალური თემისგან. რთული პარტიტურა, გმირული სულისკვეთებით გამოირჩევა ეროვნული ხასიათით. ძალზედ ღრმად შეასრულა სიმფონია ვახტანგ მაჭავარიანმა მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად….. ეს არის პერსპექტიული დირიჟორი, რაშიც ადრეც დავრწმუნდი, მოვისმინე რა მისი შესრულებით ლენინგრადში შონბერგის და სტრავინსკის ურთულესი ქმნილებანი".
ლ.რააბენ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. «სოვეტსკაია მუზიკა", განმეორებით გაზეთი «თბილისი".
70. <ალექსი მაჭავარიანის მუსიკა>. «მის მეოთხე სიმფონიაში ერთიანდებიან კონტრასტული, მაგრამ არა დაპირისპირებული სახეები. მუსიკა ხან სწრაფვით-აქტიურია, ხალხური საცეკვაო რიტმიკის დამახასიათებელი თვისებებით, ხან კი რბილად მღერადი, გვაგონებს რა თვით კომპოზიტორის ქართულ სასიმღერო ლირიკას. განსხვავებული ხასიათისაა მისი მესამე სიმფონია. ეს ერთნაწილიანი კომპოზიცია რამოდენიმე საორკესტრო ინტონაციით წარმოგვიდგა გამჭოლი განვითარებით…… გიგანტურ განწყობებს ასეთივე გიგანტური ორკესტრის და ორღანის რესურსების გამოყენებით ცვლიან სოლო ინსტრუმენტების ჩუმი მონოლოგები, ფანფარების ბოროტის მაუწყებელი «სიგნალები", სარაბანდის გრანდიოზული რიტმული მსვლელობის ეპიზოდები, რომლებიც მეზობლობენ გამაშეშებელი მდგომარეობის მომენტებთან. სიმფონიის მასშტაბი გადმოგვცემს ხელოვანის - პიროვნების ჩაფიქრებას, აღელვებას თანამედროვეობის მძაფრ პრობლემატიკაზე, მშვიდობის და თვით სიცოცხლის შენარჩუნებაზე ჩვენს პლანეტაზე. ყოველივე ეს, ჩაიკოვსკის სახ.დარბაზში შესრულდა გააზრებულად, გატაცებით, ტემპერამენტით და დახვეწილად ვახტანგ მაჭავარიანის მიერ. სსრკ კულტურის სამინისტროს სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები არა მხოლოდ ზუსტად ასრულებდნენ დირიჟორის მითითებებს, არამედ გამოიჩინეს შემოქმედებითი ინიციატივა მრავალ სოლო ეპიზოდში».
ვ.ლიხტი, «მუზიკალნაია ჟიზნ", რუსეთი.
71. <მაჭავარიანი-ადამიანი პასუხებით. ჭირვეულის მორჯულების პრემიერა>.
«ა.მაჭავარიანის მუსიკა გახვევს თავბრუს, სავსეა სითბოთი და ლირიზმით, იგი ღრმაა და წარმოქმნის ინტელექტუალურ სივრცეს. მაჭავარიანს ნამდვილად ჰქონდა პირდაპირი კავშირი სიმართლესთან, ანუ იმასთან, რასთანაც თვით შექსპირსაც ჰქონდა კავშირი და მაჭავარიანმა ზუსტად იცოდა, თუ როგორ გაეკეთებინა ეს. მუსიკა ნაპერწკლებს ყრის ერთი საორკესტრო სექციიდან მეორეში…. მუსიკა ბრწყინვალეა, ისევე როგორც მისი შესრულება ვახტანგ მაჭავარიანის მიერ, მაგრამ მას გააჩნია ბევრად უფრო მაღალი სუბსტანცია, ვიდრე ქმნილებას, რომელიც არის მხოლოდ ბრწყინვალე. აუდიტორია დარჩა უაღრესად კმაყოფილი როგორც მუსიკით, ასევე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. ასეთი კონცერტით ნებისმიერი აუდიტორია დარჩებოდა კმაყოფილი“.
რამვოლდ ლიი, გაზეთი „ზი მესსენჯერ". დაქართველო.
72. <ა.მაჭავარიანის სიმფონია Nr.5 «უშბა">.
«ეს სიმფონია თავისი სიმბოლიზმით…..გვაუწყებს სიცოცხლისა და ნათელის ზეიმს პირველსახოვან წყვდიადზე…. ა.მაჭავარიანის სიმფონია «უშბა" არის უეჭველი დადასტურება იმისა, რომ მისი შემოქმედება უკვე დიდი ხანია გასცდა ეროვნული რელიქვიის ფარგლებს და დაიკავა ღირსეული ადგილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კატალოგში…. სიმფონიის ჩანაწერის გარდაუვალი ფასეულობა გამოიხატება, როგორც თვით მუსიკის გენიალურობაში, ასევე პეტერბურგის «მარიას" სახ. თეატრის ორკესტრის მიერ განუმეორებელ შესრულებაში, რომელსაც უხელმძღვანელა ა.მაჭავარიანის საქმის ღირსეულმა გამგრძელებელმა, ჭეშმარიტად ბრწყინვალე საერთაშორისოდ აღიარებულმა მუსიკოსმა… ვახტანგ მაჭავარიანმა. ეს ჩანაწერი ჰბადებს იშვიათი «სამების" შეგრძნებას, შეიცავს რა თავის თავში თვით მუსიკის გენიალურობას, ორკესტრის უმაღლეს ოსტატობასა და მუსიკალური პარტიტურის განსახიერების ჭეშმარიტად უდიდეს ნიჭს".
ბორის ნიკიტენკო, « რეცენზია ინტერნეტ გვერდიდან". გერმანია.
73. <ა.მაჭავარიანი, სიმფონია Nr.6, „“პრომეთე-ამირანი">.
„სიმფონია Nr.6 შეიქმნა კომპოზიტორის უმაღლესი შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში და არის მისი ერთიანი გიგანტური ეპიკური ჩანაფიქრის თავისებური გაგრძელება....... როგორც მეხუთეში, ასევე მეექვსე სიმფონიაში მუსიკალური მოვლენები წარმოიშვება თითქოსდა განუზომელი კოსმიური სივრცეებიდან და მათშივე იფანტება....ორივე:Nr.5 და Nr.6 სიმფონიების „განუყოფლობა" განპირობებულია ეპიკური დრამატურგიის მთლიანობის შენარჩუნების კანონზომიერი აუცილებლობოთ. ორივე სიმფონიის შესრულებას, რომელიც ჟღერს განსხვავებული ორკესტრების მიერ, ახასიათებს უმაღლესი ხარისხი დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის მუსიკალური ხელმძღვანელობის წყალობით. თუ მეხუთე სიმფონიის ჩაწერა განხორციელდა პეტერბურგის „მარიას" თეატრის ორკესტრის მიერ.... სიმფონია „პრომეთე-ამირანი" ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მიერ. ორივე სიმფონიის მრავალჯერადი მოსმენის შემდეგ გამუდმებით ვუბრუნდები ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ არ არსებობს ცუდი ორკესტრები, თუ სადირიჟორო პულტთან დგას თავისი საქმის ოსტატი. ქართული ორკესტრის ჟღერადობა გამოირჩევა პირველ რიგში ინტონაციური დახვეწილობით, ანსამბლის აბსოლუტური ერთიანობით და განუზომელი ინსტრუმენტალური ვირტუოზობით, როგორც ცალკეულ სოლოებში, ასევე საკრავთა ჯგუფებშიც.
ამ შესანიშნავი ორკესტრის შემოქმედებითი ოსტატობა დასტურდება კომპოზიტორის უდიდესი ხმოვანი პალიტრის და დირიჟორის მიერ პარტიტურის ესოდენ ოსტატურად წარმოდგენის განსახიერებაში".
ბორის ნიკიტენკო, „რეცენზია ინტერნეტ გვერდიდან“. გერმანი
74. „Nr.6 სიმფონიაში კომპოზიტორმა მუსიკის თანამედროვე, შერეული სტილი გამოიყენა, კერძოდ „როკი" და „საუნდსკეიპი". ამ ნაწარმოებით ა.მაჭავარიანმა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობისკენ ქართველი ხალხის სწრაფვა გამოხატა დიდი ოსტატობით.
საქართველოს მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა უნდა გასწიოს ალექსი მაჭავარიანის მუსიკალური მემკვიდრეობის დასაცავად, სწორედ ისე, როგორც ფინეთის მთავრობა იცავს სიბელიუსის, ხოლო რუმინეთის მთავრობა -ენესკუს შემოქმედებას. ალექსი მაჭავარიანის შემოქმედების სიდიადე სრულიად ახლებურად დავინახე კომპოზიტორის ვაჟის, მამის მუსიკალური მემკვიდრეობის მფარველისა და ქომაგის, ვახტანგ მაჭავარიანის საშუალებით. ის უდიდესი დირიჟორია, ვალერი გერგიევის და იური ტემირკანოვის რანგის ხელოვანი. ამას განსაკუთრებით კარგად მაშინ გაიგებთ, როდესაც შოსტაკოვიჩის სიმფონიებს მოისმენთ მისი შესრულებით.
PS. მას მერე რაც მოვისმინე ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონია Nr.1 „სამყარო ჰარმონია", დავრჩი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ. ეს არის ქართულ სტილში გიგანტური სიმფონია, ალექსი მაჭავარიანის სიმფონიზმის მსგავსი. ფინალი ჩემთვის იყო დიდი აღმოჩენა, ისეთი როგორც მალერის მეორე სიმფონია, მძიმე ჟღერადობით, ძალზედ შთამბეჭდავი. სიმფონიის მეოთხე ნაწილს ვხედავ როგორც ქართულის და გვიანდელი გერმანული რომანტიზმის ნაერთს. ეს არის ბრწყინვალე სიმფონია, შექმნილი გმირის და გენიოსის მიერ".
კაზუჰიკო კაშიმა, ტოკიო, თარგმანი: გაზეთი „ზი მესენჯერ".
|
|
Photo By Stephane de Bourgies |
|