Alexi Matchavariani, Peoples Artist of the USSR, a winner of the USSR State Prize and Shota Rustaveli Prize of the Georgian Republic, winner of the Golden Medal of <Centro Cultural Braidense> in Milano for the music of Othello, Professor, was born in the town of Gori in Eastern Georgia. He studied violin and piano...
Read more
|
|
პრესა
ალექსი მაჭავარიანის მსოფლიო პრესის ზოგიერთი ამონაწერი.
1. ბალეტ ოტელოს შესახებ; „ბრწყინვალე მუსიკა, ბრწყინვალე წარმოდგენა. ეს ვახტანგ ჭაბუკიანის, სოლიკო ვირსალაძის და განსაკუთრებით ალექსი მაჭავარიანის დიდი წარმატებაა. ისევ მუსიკაზე მინდა ვთქვა,- ბრწყინვალედ გაორკესტრებული მუსიკა ნიჭიერების გამობრწყინებაა.“
დიმიტრი შოსტაკოვიჩი. გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 25/03/1958/.
2. „ალექსი მაჭავარიანის ბალეტ ოტელოს პარტიტურას აქვს გამაოგნებელი დრამატიზმის პულსი. ეს არის დაელექტრიზებული შექსპირი".
ჰოვარდ ტომპსონი, „ნიუ იორკ ტაიმს" 04/05/1964/.
3. „მაჭავარიანის ოტელოს მუსიკა არის კაცობრიობის გრძნობათა ვნებათაღელვის კალეიდოსკოპი. იგი გამოხატავს ექსპრესიას და დინამიკას, ის ნათელია და აღსავსეა პოეზიით, ამავე დროს გამოირჩევა ფერების ბრწყინვალებით".
„ზიუდდოიჩე ცაიტუნგ“ 27/04/1998/.
4. მილანის ლა სკალას თეატრთან არსებული კულტურის საერთაშორისო ცენტრი „ბრაიდენზეს გალერეა" ანიჭებს ალექსი მაჭავარიანს ოქროს მედალს ბალეტ ოტელოს მუსიკისთვის და აღნიშნავს; „ეს არის შექსპირის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუში, მუსიკის და ცეკვის ჯადოსნური საშუალებით".
„მილანი,ბრაიდენზეს კულტურის ცენტრი, 14/11/1973/.
ხოლო ჟურნალ სოვეტსკაია მუზიკა-ს Nr.3, 1975 წელს გაჟღერდა იგივე ინფორმაცია.
5. „ვერავითარი მაღალი შექება, ვერავითარი ეპითეტები ვერ გამოხატავენ იმ კოლოსალურ ესთეტიკურ ნეტარების, რომელიც მაყურებელმა და მსმენელმა განიცადა ბალეტ „ოტელოსგან". შეიძლება ვადიდოთ ქართველები, რომელთაც შექმნეს ესოდენ კაშკაშა ნაწარმოები, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში".
მაია პლისეცკაია, სსრკ სახალხო არტისტი. გაზეთი „კომუნისტი" 25/03/1958/.
6. „ოტელო არაჩვეულებრივი ბალეტია, საინტერესო, მამაცი, მან აღაგზნო გონებანი. მაჭავარიანის მუსიკა გამომსახველია, მრავალგვარი ხასიათებით აღსავსე, ცეკვისთვის მოსახერხებელი. ეჭვი არ მეპარება „ოტელოს" ხანგრძლივ და ბედნიერ სცენურ ცხოვრებაში, მან ჩვენ ესოდენ აგვაღელვა".
გალინა ულანოვა, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „პრავდა" 30/03/1958/
7. „ბალეტმა ოტელომ გამოიწვია არნახული ინტერესი ლენინგრადში. წარმოდგენაზე მოვიდა მთელი ქალაქი. თავისი ატმოსფეროთი და დონით ეს იყო ჭეშმარიტად „შალიაპინისეული" წარმოდგენაა. ისევე როგორც ჩვენ დღეს გვშურს მათი, ვინც ცოცხლად ისმენდა უკვდავ შალიაპინს, ასევე შეშურდებათ ჩვენი, ვინც გავხდით „ოტელოს" მომსწრე".
ტატიანა ვეჩესლოვა, სსრკ სახალხო არტისტი. გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 29/03/1960/. Nr.74.
8. „ალექსი მაჭავარიანის ბალეტ ოტელოს მუსიკა- ცნობილი შედევრია. შექსპირის ღირსი, ეს კომპოზიტორის ტრიუმფია. მისი ოპერა „ჰამლეტი" კი დასტურია იმისა, რომ კომპოზიტორის თანამშრომლობა შექსპირთან არ არის შემთხვევითი. მაჭავარიანი არ არის შექსპირის ილუსტრატორი, იგი მხატვრული ექვივალენტის შემქმნელია".
მიხაილ ვერშინინი, მწერალი, „სოვეტსკაია კულტურა" 21/11/1973/.
9. „ალექსი მაჭავარიანის „ვეფხვისტყაოსანს" იდეურად ბევრი აქვს საერთო „ტრისტან და იზოლდესთან". მსმენელი მხურვალედ შეხვდა ალექსი მაჭავარიანის მუსიკას".
ანა კისელგოფი, „ნიუ იორკ ტაიმს" 03/06/1986/.
10. „მრავალფეროვანია ალექსი მაჭავარიანის „ვეფხვისტყაოსნის" მუსიკა, თანამედროვე-ქართული აქცენტებით; ეს გიგანტური ნეოკლასიკური მანქანაა, ეგზოტიკური ფერებით".
რენე სირვინ, „ლე ფიგარო" 07/01/1988/. პარიზი.
11. „ბრწყინვალეა „ვეფხვისტყაოსანი" კიროვის თეატრის დასის შესრულებით. ალექსი მაჭავარიანის მუსიკა ძლიერია, ლირიკული და ცეცხლოვანი".
ჟილბერ გურნანდ, პარიზი, „ლე პარიზიენ" 11/01/1988/.
12. „გულმხურვალედ ვულოცავ დიდ შემიქმედებით გამარჯვებას ალექსი მაჭავარიანს, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანს, მხატვარ მურაზ მურვანიძეს. მათ და კიროვის თეატრის დასმა შექმნეს ამაღელვებელი წარმოდგენა რუსთაველის პოემის „ვეფხვისტყაოსანის" მიხედვით.....“
გიორგი ტოვსტონოგოვი, სსრკ სახალხო არტისტი, „ზარია ვოსტოკა" 18/04/1985/.
13. „ვეფხვისტყაოსნის პარტიტურა, რომელზედაც დადგმულია ბალეტი .... გამაოგნებელია ყურისთვის, ისევე როგორც დადგმა თვალისთვის".
იაკობ სისკინდ, „ციტეზენი" ოტავა, 14/06/1986/. კანადა.
14. „ყველაფრის წარმოდგენა შემეძლო, მაგრამ არა ასეთი ტრიუმფისა, რომელიც ბალეტ „ვეფხვისტყაოსანს" ხვდა წილად. ეს არის ბრწყინვალებით აღსავსე წარმოდგენა. დიდი ხანია არ განმიცდია მუსიკალური აზროვნების ესოდენ დიდი ძალმოსილება. პარტიტურის სიღრმე აქანდაკებს სახეთა რელიეფებს. ბრწყინვალეა ალექსი მაჭავარიანის მუსიკა, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ოსტატობა, მხატვარ მურაზ მურვანიძის ფერწერა, ქორეოგრაფ ოლეგ ვინოგრადოვის დადგმა, თეატრის სოლისტების, დასის და ორკესტრის ბრწყინვალება“.
კონსტანტინე სერგეევი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „კომუნისტი", 27/03/1985/.
15. „მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი მშვენიერია - იგი შეიცავს ემოციას, პოეტურობას, ღრმა შთაგონებას, დამახასიათებელს ქართველი ხალხის ბუნებისა, რამაც ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თავისი ლირიკული თვისებებით მუსიკა ახდენს ძლიერი ინტელექტუალური მიღწევის შთაბეჭდილებას მთლიანობაში. ეს მეტად მნიშვნელოვანი ქმნილებაა, რომელიც სასიამოვნო შეიძლება იყოს მევიოლინესთვის ინტერპრეტაციისთვის“
სერ იეჰუდი მენუჰინი. 1985.
16. ალექსი მაჭავარიანის მეორე სიმფონიაზე ფრანგმა ქორეოგრაფმა ჟოზეფ რუსილიომ შექმნა ბალეტი: „მეფე უნდა მოკვდეს" „მაჭავარიანის ულამაზეს მუსიკაზე დადგმული სპექტაკლი არის გრანდიოზული სილამაზის, ისეთი როგორც ანტიკური ტრაგედია".
„ლა მარსელიეზ“ (მარსელელი) 10/08/1979/.
17. „ალექსი მაჭავარიანის მესამე სიმფონია გამორჩეულია მასშტაბების სიდიადით და იდეათა სიღრმით." კომპოზიტორი აზროვნებს გრანდიოზული წარმოსახვებით, ადარებს რა სამყაროს მიწიერთან, კოსმიურს ადამიანურთან. ავტორი გამოდის ფილოსოფიური მოსაზრებიდან, რომლითაც განმსჭვალულია რუსთაველის ი.ჭავჭავაძის და ვაჟა ფშაველას პოეზია.მოსკოვში კონცერტს შთამბეჭდავად უდირიჟორა ვახტანგ მაჭავარიანმა“.
ლ.იზმაილოვა, ჟურნალი „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.3, 1986.
18. „ლენინგრადის თეატრალური ცხოვრების მოვლენად იქცა ბალეტ „ვეფხვისტყაოსნის“ პრემიერა კიროვის სახ.თეატრის სცენაზე".
ა.დავიდოვა, „ლენინგრადსკაია პრავდა" 26/03/1985/.
19. „კიროვის თეატრი ბრწყინავს ბობოქარი „ვეფხვისტყაოსნით". ა.მაჭავარიანის გამომსახველი მუსიკა თავისი სიძლიერით, დასარტყამი ინსტრუმენტების ჟღერადობით და რიტმებით, რომელიც გადადის რომანტიული მელოდიკით მათრობელა ოაზისებში და რიტმულად გვაგონებს სტრავინსკის.
სტივენ გოდფრი, „გლობ ენდ მაილ" აშშ, 20/05/1986/.
20. „ვეფხვისტყაოსანი“ კრემლის თეატრის სცენაზე. „გვანცვიფრებს შემქმნელის- ავტორის აზროვნების სიმდიდრე და სიფაქიზე, რასაც იგი აღწევს მდიდარი პარტიტურის მეშვეობით.... დაუვიწყარ წარმოდგენაში".
იური კორევი, ჟურნალ „სოვეტსკაია მუზიკას" მთავარი რედაქტორი. 21/12/1988/.
21. „ბალეტი ოტელო, ეს არის ხელოვნების ზეიმი"
მიხაილ ცარიოვი, გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 1958.
22. „მზად ვარ ბალეტი „ოტელო" მივაკუთვნო მუსიკალურ-თეატრალური ხელოვნების მწვერვალს"
დიმიტრი კაბალევსკი, სსრკ სახალხო არტისტი, ჟურნალი „მუზიკალნაია ჟიზნ" Nr.6, 1958.
23. „ბალეტი ოტელო არის მოვლენა ჩვენს სახელოვნებო ცხოვრებაში. მაჭავარიანის „ოტელო" წარმოადგენს ჭეშმარიტად უდიდესი მასშტაბის მხატვრულ მოვლენას. ა.მაჭავარიანის მუსიკის მოსმენისას შევაღწევთ შექსპირის ტრაგედიის გრძნობათა სამყაროში".
ასაფ მესერერი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „ზარია ვოსტოკა“ 29/03/1958/.
24. „პარიზის „გრანდ ოპერას" მთავარი ბალეტმეისტერი ჟორჟ სკიბინი და საფრანგეთის მუსიკალური თეატრების გენერალური დირექტორი ფავრ ლებრე მოჯადოვებულმი დარჩნენ ა.მაჭავარიანის ბალეტ ოტელოს მუსიკით, რის შედეგად „გრანდ ოპერამ" პრესით გამოაცხადა, რომ ბალეტი ოტელო შეტანილია სადადგმო გეგმაში.
„სოვეტსკაია კულტურა" 17/12/1962/.
25. „სენსაციური წარმატებით მიმდინარეობს ტოკიოში ალექსი მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოს" წარმოდგენები.
„სოვეტსკაია მუზიკა" Nr.2, 1962.
26. „მოსკოვი აღაფრთოვანა და უდიდესი ინტერესი გამოიწვია ა.მაჭავარიანის ბალეტმა „ოტელომ".
ე.სამოილოვი.სსრკ სახალხო არტისტი, „მოსკოვსკაია პრავდა" 27/03/1958/.
27. „უდიდეს წარმატებას მიაღწია კომპოზიტორმა მაჭავარიანმა, იგი ბრწყინვალედ გრძნობს შექსპირს, მისი მუსიკა ბრწყინვალედ ასახავს ჩვენი გიგანტის რომანტიზმს".
გამოჩენილი ინგლისელი ბალერინა ბერილ გრეი, გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 27/12/1957/.
28. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბალეტი „ოტელო" არის უდიდესი მოვლენა თანამედროვე თეატრალურ ხელოვნებაში. ეს არის უზადო გემოვნების და ოსტატობის წარმოდგენა, ყველა კომპონენტის ჰარმონიით, მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა, მთლიანობაში მიემართებიან მთავარისკენ - შექსპირისკენ. მაჭავარიანის მუსიკა ფერადოვანია, ემოციური და ყოველი სახე გაჯერებულია თავისი ზუსტი და ლაკონური თვისებებით. ეს საბჭოთა ხელოვნების გამარჯვებაა“.
ს.გოლოვკინა, სსრკ სახალხო არტისტი, „მოსკოვსკაია პრავდა" 29/03/1958/.
29. „ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამტკიცებთ, რომ ა.მაჭავარიანმა „ოტელოს" სახით შექმნა საბალეტო-სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი დიადი ნაწარმოები, შემოქმედებითად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა თანამედროვე მუსიკალურ დრამატურგიაში. მუსიკაში სახვითი ხელწერის ოსტატობა უიშვიათესი ნიჭია, რომელიც უმაღლეს განზომილებაშია დამახასიათებელი ა.მაჭავარიანისთვის“.
ვ.გოროდინსკი, მუსიკათმცოდნე, მოსკოვის ფილარმონიის დირექტორი, ჟურნალი „თეატრი" Nr.6, მოსკოვი, 1958.
30. „ოტელოს მუსიკა დაწერა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა უდიდესმა კომპოზიტორმა ა.მაჭავარიანმა. განსაკუთრებით შეიძლება საუბარი მისი მუსიკის დრამატურგიაზე, რომელიც ღრმად ემოციურია, აღსავსე დრამატიზმით. მაჭავარიანის მუსიკამ განაპირობა ამ დიდი ამოცანის ამოხსნა".
ნ.ვოლკოვი, მუსიკატმცოდნე, მწერალი, დ.შოსტაკოვჩზე ცნობილი წიგნის ავტორი, გაზეთი „იზვესტია" Nr.74. 27/03/1958//.
31. „ალექსეი დავიდოვიჩ მაჭავარიანი გახლავთ ბრწყინვალე სავიოლინო კონცერტის ავტორი"
დავიდ ოისტრახი, 27/02/1952/
32. „ბალეტი „ოტელო" - სცენური შედევრია. მან ისევე მოგვანიჭა უდიდესი ესთეტიური ნეტარება. მუსიკა, რომელშიც სახეთა სკულპტურულმა ძერწვამ ავტორის ტემპერამენტი გაამდიდრა ნაციონალური თვითმყოფადობით".
ი.ნესტიევი, ხელოვნებათმცოდნე, გაზეთი „იზვესტია" 1958.
33. „ოტელოს მუსიკაში ალექსი მაჭავარიანი გადმოსცემს შექსპირის თემის ძალასა და დრამატიზმს, მის ჰუმანიზმს და ყოველივე ამას კომპოზიტორი ასახიერებს როგორც ჭეშმარიტი დრამატურგი, მოაზროვნე, შექსპირული ისტორიული ხედვის განზომილებით. ეს არის მოვლენა თეატრში, მხატვრულ - შემოქმედებითად სრულყოფილი შედევრი, რომელშიც ასევე სავსედ აისახა შექსპირის სული".
ა.მედვედევი, პროფესორი, დოქტორი, მუსიკათმცოდნე, გაზეთი „სოვეტსკაია კულტურა" Nr.15, - 1958.
34. „ალექსი მაჭავარიანის ოტელო საბჭოთა ხელოვნების ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევაა. კომპოზიტორი აქ გვევლინება უმაღლეს, უნიჭიერეს მოაზროვნედ, მოქალაქედ. მისი შემოქმედებითი ინტერესების სიფართოვემ ჩააყენა იგი საბჭოთა ხელოვნების წარმომადგენელთა პირველ რანგში, რაც მან ოსტატურად დაამტკიცა უკვე პირველი სიმფონიის შექმნით“.
ა.ხაჩატურიანი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „იზვესტია" 25/09/1963.
35. „ალექსი მაჭავარიანის მუსიკა „ვეფხვისტყაოსნისთვის" გვაგონებს ფილოსოფიური სიღრმით, ადამიანური განცდების მრავალფეროვნებით, სინაზით, სითბოთი და სიკეთით. მინდა ავღნიშნო ახალგაზრდა დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის ხელოვნება, რომელიც ჩემი აზრით შორს, სსრკ ფარგლებს გარეთ გაიტანს ჩვენი სადირიჟორო სკოლის ღირსებას".
ტიხონ ხრენიკოვი, სსრკ სახალხო არტისტი. გაზეთი „სამშობლო" Nr.22, 1982.
36. “კაშკაშა თეატრალური პარტიტურა - ბალეტი “ვეფხვისტყაოსანი" დაფუძნებულია მოქმედებისა და მედიტაციის დრამატურგიაზე, განხორციელებულია ეპიკური თხრობის კანონზომიერებაზე. მუსიკა თითქოს და “ინკრუსტირებულია", ხოლო სახეები მოყვანილია სიმბოლოთა ნიშნამდე".
ს.კატონოვა, “სოვეტსკაია მუზიკა" Nr.2, 1986.
37. კულტურული ცხოვრების მოვლენად იქცა ა.მაჭავარიანის ბალეტი “ოტელო" მოსკოვის დიდ თეატრში. ეს ჭეშმარიტად ამაღლებული წარმოდგენაა, რომელსაც დაესწრნენ: ნ.ს.ხრუშჩოვი, ა.ბ.არისტოვი, ნ.ა.ბულგანინი, ა.ი.მიქოიანი, ე.ა.ფურცევა, ა.ნ.კოსიგინი, ვ.პ.მჟავანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დაგ ჰამმარშელდი, ბელგიის დედოფალი ელისაბედი, ასევე კულტურის მოღვაწენი: გ.ულანოვა, ო.ლეპეშინსკაია, ა.ტარასოვა, ი.მოისეევი, ი.ზავადსკი, ა.ხაჩატურიანი, ნ.ოხლოპკოვი, დ.შოსტაკოვიჩი და სხვანი, რომელთაც დააჯილდოვეს მონაწილენი მხურვალე ოვაციით".
გაზეთი “პრავდა" 25/03/1958/. Nr.84.
38. “უმდიდრეს მხატვრულ სამყაროს წარმოადგენს ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება. მისი მუსიკა ასახავს ადამიანის სულიერი სამყაროს სიმდიდრეს.... მისი საფორტეპიანო, სავიოლინო კონცერტების, სიმფონიების, საგუნდო და კამერული მუსიკის ხანგრძლივი სარეპერტუარო სიცოცხლე არის ამის მაგალითი ისევე, როგორც “ოტელოს" უდიდესი წარმატება. “ჰამლეტში" კომპოზიტორი ხაზს უსვამს გმირის გრძნობების სიმძაფრეს, მორალურ და ზოგადსაკაცობრიო ვალდებულებებს, მეოცნებე გმირის თვისებებს, რომელიც იღუპება სიმართლისათვის ბრძოლაში. ფიქრები მსოფლიო ბედზე, პიროვნების ბედზე, მეგობრობის იდეალების ღირებულებებზე, სიყვარულზე - მან განახორციელა მეორე სიმფონიაში, ბალეტ “ვეფხვისტყაოსანში" და ისინი გააერთიანა ჰუმანიზმითა და ფილოსოფიური აზროვნებით. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ და ყური უნდა ვუგდოთ, როცა სინდისი გვესაუბრება".
ტ.ლებედევა,მუსიკისმცოდნე, ჟურნალი “მუზიკალნაია ჟიზნ" 1973. Nr.17.
39. “ბეთჰოვენი, ბლეჰერი, მაჭავარიანი: ბერლინი. ა.მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტის შესრულება განასახიერებს ულამაზეს მელოდიურ სამყაროს. ბრწყინვალედ ასრულებდა მას მევიოლინე ბრუნო ბელჩიკი. საღამოს კულმინაციად იქცა უნიჭიერესი კომპოზიტორის, ა. მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტის შესრულება, აღტაცებულმა მსმენელებმა მოითხოვეს გამეორება ბისზე”.
გაზეთი “დემოკრატი" 1961. ასევე გაზეთი “ფოლკს ცაიტუნგ" 07/02/1961/. გერმანია.
40. “სიკეთისა და ბოროტების ცნობილი პრობლემა გახსნილია ა.მაჭავარიანის პირველ სიმფონიაში, როგორც პოემა ადამიანზე. სიმფონიაში იგრძნობა საყრდენი პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის საუკეთესო ტრადიციებზე და ყოველივე ამაში იგრძნობა დიდი, ნათელი აზრი, ეთიური სიმაღლე და უმანკოება. სურათების შეგრძნება, უდიდესი დრამატიზმი, ლირიული სფერო, თვითმყოფადი ინტერპრეტაცია და სახეთა სრული ტრანსფორმაცია".
ტ.ლებედევა, პროფესორი, ჟურნალი “სოვეტსკაია მუზიკა" Nr.8, 1960.
41. “მაჭავარიანის მეორე სიმფონია განსაკუთრებული ფირმით გადაჭრის სიმფონიური ციკლის პრობლემას. მისი მუსიკა ეყრდნობა ეროვნულ ნიადაგს და ამავე დროს თანამედროვეა. იგი გვაღელვებს თავისი მძაფრი დაპირისპირებებით და ამავე დროს - შინაგანი ჰარმონიით. ა.მაჭავარიანი უხვად არის დაჯილდოვებული “ძიების” ნიჭით და აზროვნების სისხარტით. ამაშია მისი მუდმივი სიჭაბუკე".
დ.დარაგან, მუსიკათმცოდნე, ჟურნალი “სოვეტსკაია მუზიკა" 1974. Nr.3.
42. „ალექსი მაჭავარიანის საფორტეპიანო კონცერტი, მისი ავტორი-ახალგაზრდა და უეჭველად ნიჭიერი მუსიკოსია. იგრძნობა მისი ინდივიდუალური შემოქმედებითი და საკომპოზიციო ხელწერა".
დ.შოსტაკოვიჩი, ჟურნალი „სოვეტსკოე ისკუსტვო" 15/03/1945/.
43. „ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო", ეს არის ქართული და უნივერსალური შედევრი, აღსავსე დრამატული ინტენსიურობით".
ჟურნალი „ფრანს მუზიკ" Nr.152 1966 - დეკემბერი.
44. „გამაოგნებელი დრამატული მაჯისცემა, გამჭოლი, წვეტიანი, ფეთქებადი და მღერადი. ასეთია ჩემი შთაბეჭდილება ა.მაჭავარიანის ბალეტ ოტელოსგან".
ნიკოლაი სლონიმსკი, გამოჩენილი კომპოზიტორი-აშშ. ნიუ იორკი, 06/05/1964/.
45. „იაპონიაში იცნობენ პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის, ხრენიკოვის, კაბალევსკის, ხაჩატურიანის შემოქმედებას. 1964 წელს ტოკიოში დაიდგა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ა.მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო", რომელიც წლების მანძილზე არ ჩამოდის სცენიდან და დაჯილდოვებულ იქნა იაპონიის ხელოვნების ფესტივალზე პირველი პრემიით. შემდგომ წლებში კი იაპონიაში არა ერთხელ შესრულდა მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი".
აბე კომე, იაპონელი კომპოზიტორი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი" 13/12/1967/.
46. „ის რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც აერთიანებს ტრაგედიას და ბალეტს..... „ოტელო" არის თანამედროვეობის საბალეტო ხელოვნების შედევრი“.
დინა მაგი, გაზეთი „კომბატ" პარიზი, 01/12/1966/.
47. ”ოტელო ხელსინკის ნაციონალური თეატრის სცენაზე. მაჭავარიანის კეთილშობილი და ინტენსიური მუსიკა, დრამატიზმით, გამომსახველი რითმიკით და ნაზი ლირიკით".
ი.ხაგფოს, “კანსან უუტისეტ" 18/04/1973/. ხელსინკი.
48. “...არაერთხელ ვიხილე სპექტაკლი “ოტელო", მათ შორის ინგლისში, სტრატფორდში. მაგრამ არასდროს და არსად ამ უდიდეს ტრაგედიას არ მოუხდენია ჩემზე ესოდენ ძლიერი შთაბეჭდილება. ა.მაჭავარიანის ბრწყინვალე მუსიკა მშვენიერი და მელოდიური, მთელი ფერადოვნებით გააჟღერა დიროჟორმა ო.დიმიტრიადიმ. ეს არის ჭეშმარიტად გულუხვი საჩუქარი ბალეტის მასახიობებისთვის".
იადვიგა სანგოვიჩ, გაზეთი “ტრუდ" 25/03/1958/.
49. „საბჭოთა მევიოლინემ მიხაილ ვაიმანმა უდიდესი წარმატებით შეასრულა ტოკიოს გადაჭედილ „ჰაბიბი" დარბაზში ბახის, ჩაიკოვსკის და მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტები. უმაღლესი შთაბეჭდილება მოახდინა მაჭავარიანის კონცერტის მაღალ ტექნიკურად შესრულებამ".
პრინჩჰაიმ, გაზეთი „ასაკი ივნინგ ნიუს"
50. “იაპონიის მუსიკალურმა კრიტიკამ მაღალ დონეზე შეაფასა საბჭოთა ხელოვნება და შემსრულებლები დ.ოისტრახი, ე.გილელსი, ს.რიხტერი, კ.კონდრაშინი, ავტორები პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, ხრენიკოვი, ერნესაკსი, მაჭავარიანი, ყარა ყარაევი“.
ხ.ჩორეკჩინ, ჟურნალი „მუსიკალნაია ჟიზნ" Nr.6, 1969.
51. „დაძაბული დრამატიზმით აღსავსეა ა.მაჭავარიანის Nr.2 სიმფონია - ქმნილება რომელშიც გამაოგნებლად არის გადაჯაჭვული ერთ მთლიანობაში ნაზი ლირიკა და ბოროტი გროტესკი, მკაცრი და დიდებული ექსტატიკური იმპულსებით. ეს არის ფეთქებადი გრანდიოზული კულმინაციების და არა ნაკლებ შთამბეჭდავი ჩუმი კულმინაციების ნაწარმოები".
ნადეჟდა ადლერ, „ვეჩერნი ტბილისი" 25/11/1978/.
52. „და ისევ მოგვანიჭა დიდი ესთეტიკური ნეტარება ოტელოს მუსიკამ, რომელშიც სახეთა სკულპტურული ძერწვა გამდიდრებულია ავტორის ტემპერამენტის ნაციონალურ თვითმყოფადობით".
ი.ნესტიევ, გაზეთი „იზვესტია"
53. „სტილისტური ინდივიდუალობა - არის ალექსი მაჭავარიანის ერთ ერთი თვისება. ეს თვისება ბრწყინავდა უკვე მაშინ, როდესაც ვისმენდით მის ღრმა და რომანტიზმით აღსავსე სავიოლინო კონცერტს. საინტერესოა ევოლუცია, რომელიც გაიარა მაჭავარიანმა, მიუხედავად იმისა რომ მან შეინარჩუნა შემოქმედებითი ბუნება. აქ მოსკოვში, მისმა Nr.3 სიმფონიამ ისევ დამარწმუნა მისი დრქმატურგიული აზროვნების მთლიანობის განსაკუთრებულობაში, სადაც მოცემულია ერთი მუსიკალური თემის მთელი რიგი მეტამორფოზები. გმირული სულისკვეთების რთული პარტიტურა გამოირჩევა ნაციონალური ხასიათით. ძალზედ სიღრმისეულად ასრულებდა მას ვახტანგ მაჭავარიანი....პერსპექტიული დირიჟორი, რაშიც ადრეც დავრწმუნდი ლენინგრადში მის მიერ შონბერგის სა სტრავინსკის რთული პროგრამის შესრულებისას“.
ლ.რააბენ, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გაზეთი „თბილისი" 04/04/1986/.
54. „მაჭავარიანის Nr.2 სიმფონია განსაკუთრებული გზით წყვეტს სიმფონიური ციკლის პრობლემას. სიმფონიის მუსიკა ერთის მხრივ დგას ეროვნულ ნიადაგზე, ხოლო ამავდროულად არის თანამედროვე. იგი გვაღელვებს სახეთა მძაფრი დაპირისპირებებით და ამავდროულად შინაგანად ჰარმონიულია. მაჭავარიანი დაჯილდოვებულია გონების და ნიჭის „მოუსვენრობით" ამაშია მისი შემოქმედების მუდმივი ახალგაზრდაობა".
დ.დარაგან, ჟურნალი „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.3, 1974.
55. „ბალეტ „ვეფხვისტყაოსნის" წარმატება ლენინგრადის კიროვის თეატრის სცენაზე უდავოა, ეს განაპირობა ავტორთა საუკეთესო ჯგუფმა, სადაც ყოველი მათგანი მაღალი დონის ოსტატია; ლიბრეტისტი ი.გრიგოროვიჩის, ქორეოგრაფი ო.ვინოგრადოვის, მუსიკალური ხელმძღვანელის ვ.მაჭავარიანის, მხატვარი თ.მურვანიძის თანავარსკვლავედი, და მაინც - საფუძველი არის ალექსი მაჭავარიანის მუსიკა, რომელსაც გულითადად ვულოცავ დიდ შემოქმედებით გამარჯვებას".
ა.პეტროვი, კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 18/04/1985/.
56. „აქ კიროვის თეატრში მახსოვს ოტელოს უდიდესი წარმატება...... და უკვე მეოთხედი საუკუნის შემდეგ ამავე თეატრში ვიმყოფები ბალეტ „ვეფხვის ტყაოსნის" დაბადებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მაშტაბურ ქმნილებაში ჩემი მეგობარი ახდენს გასაკვირი ნიჭიერების, სიახლის და ახალგაზრდობის დემონსტრირებას. მის მუსიკაში მესმის საქართველოს შვილი, ოსტატი რომელიც თავისუფლად ფლობს მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების მიღწევებს".
ბ.არაპოვი, კომპოზიტორი, რუსეთის სახალხო არტისტი, პროფესორი. გაზეთი „ზარია ვოსტოკა" 24/03/1985/.
57. „ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში შედგა გამოჩენილი კომპოზიტორის ა.მაჭავარიანის ბალეტის „ვეფხვისტყაოსანი" პრემიერა. წარმატება იყო გიგანტური, აღინიშნა ორკესტრის მაღალი პროფესიონალიზმი რომელსაც უხელმძღვანელა ვ.მაჭავარიანმა ურთულესი პარტიტურის ღრმა წაკითხვით, ოსტატურად დააკავშირა რა მუსიკის და ქორეოგრაფიის სივრცეები“.
ი.სტუპნიკოვ, გაზეთი „სოვეტსკაია კულტურა" 18/03/1985/.
58. ვეფხვისტყაოსანი ლენინგრადის კიროვის თეატრში. „ეპიკური საწყისი დაჟინებით მოემართება მუსიკის გზით, კომპოზიტორი ა.მაჭავარიანი თითქოს და გვთავაზობს „თამაშის წესებს“, კომპოზიტორი უდიდესი ოსტატობით ნებივრობს თანამედროვე ორკესტრის მდიდარ ინსტრუმენტალურ ქსოვილში..... სიუჟეტური კულმინაციების სიმაღლეზე დირიჟორმა ვ.მაჭავარიანმა იხილა პარტიტურის თავისებურება - ეს კი არის რიტმო-დინამიკის სტიქია, სერიული ტექნიკა, პოლიტონალური ერთობანი, ჰარმონიული კომპლექსები, რთულ წყობათა სტრუქტურები, თემების პოლიფონიური განვითარებანი, ტემბრების კოლორიტული ეფექტები. ყოველივე ამას ოსტატურად და ღირსეულად ფლობდა და განაგებდა დირიჟორი“.
ვ.კრასოვსკაია, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალი „სოვეტსკი ბალეტ" Nr.5, 1985.
59. „პუბლიკის და კრიტიკოსების უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია აშშ-ში და კანადაში კიროვის სახ.თეატრის გასტროლებმა....... ბალეტი „ვეფხვისტყაოსნით" თეატრმა დაანახა, რომ მისთვის არ არის უცხო თანამედროვე დადგმები... რამაც დაადასტურა თეატრის მაღალი რეპუტაცია".
გაზეთი „სოვეტსკაია კულტურა" 24/06/1986/.
60. „მოსკოვში, კ.ს.სტანისლავსკის და ვ.ი.ნემიროვიჩ-დანჩენკოს აკადემიურ მუსიკალურ თეატრში შედგა ა.მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოს" პრემიერა, დამდგმელი ქორეოგრაფის, თეატრის ბალეტის დასის მთავარი ბალეტმეისტერის დ.ბრიანცევის მიერ, დირიჟორი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი გ.პროვოტოროვი. ხანგრძლივი ოვაცია - როგორც წარმოდგენის მსვლელობაში ასევე დასასრულს - ცხადყოფს იმას, რომ პუბლიკამ ბალეტი მიიღო.
დ.დარაგან, გაზეთი „კულტურა" 1994.
61. „ა.მაჭავარიანის ბალეტი ოტელო, ეს არის ჭეშმარიტად თეატრალური მუსიკა, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით !“
ა.სოხორ, „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.8, 1958.
62. „ბალეტ ოტელოში გვიბყრობს ვნებათა ღელვის ჭეშმარიტი დუღილი, ადამიანური ბუნების დიადი სიცოცხლის უნარიანობის ძალა, ამაღლებული შემოქმედებითი სიმართლე".
ნ.შუმსკაია, „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.6, 1958.
63. „ა.მაჭავარიანის ოტელო არის ბრწყინვალე ქმნილება..... მთავარი, რასაც გამუდმებით გვაგრძნობინებს პარტიტურა - ეს არის მუსიკის ენერგიული მაჯისცემის, მიზანმიმართული „ელექტროობა", მუსიკის მისწრაფებადი სიმფონიური აღმასვლა, რომელიც ჰბადებს მუსიკალური სახეების სიცოცხლეს ტრაგედიის დაძაბულ მოძრაობაში"
ლ.პოლიაკოვა, „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.3, 1958.
64. „ვსაუბრობთ რა სცენიურ შემოქმედებით სიმართლეზე, მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. ვიხსენებ საყოველთაოდ ცნობილ წარმოდგენას ა.მაჭავარიანის „ოტელოს". აქ გადმოცემულია შექსპირი“.
ლ.დანილევიჩ, სოვეტსკაია მუზიკა" Nr.12, 1960.
65. ა.მაჭავარიანის ოტელო კიროვის სახ. თეატრში.
„პირველი შთაბეჭდილება რომლითაც გამოდიხარ თეატრიდან, არის გრანდიოზული ეფექტი. ა.მაჭავარიანის მუსიკა უკვე დიდი ხანია იქცა გაცხოველებული დისკუსიის საგნად. ოტელოს მუსიკას ახასიათებს ფერთა ცოცხალი თამაში, სულიერი გარდასახვების ცვლილებები. ბალეტის მუსიკაში დიდ ადგილს იკავებენ დიადი დინამიური წნეხები".
ლ.ეტბლის, გაზეთი „სმენა" ლენინგრადი. 09/04/1960/.
66. „ამგვარი ტრიუმფი თბილისის ოპერის თეატრს არ ახსოვს, როდესაც იძირები შექსპირის გმირების სამყაროში. მაჭავარიანმა შექმნა დიადი შემოქმედის დრამის ადეკვატური პარტიტურა, ამავე დროს დაიბადა ღრმად ეროვნული ქმნილება".
გრიგოლ აბაშიძე, მწერალი. „სოვეტსკაია კულტურა" 24/11/1988/.
67. „ოტელოს მუსიკა გვარწმუნებს, რომ მაჭავარიანი ახდენს შექსპირის უკვდავი ტრაგედიის თავისებურ ინტერპრეტაციას, შეჰყავს რა მსმენელი შექსპირის სახეების სამყაროში. ავტორი აზროვნებს მასშტაბურად, ფართოდ, არ არღვევს რა დრამატურგიული პირველწყაროს საწყისს, ამავე დროს ამკვიდრებს მას განსხვავებული ფორმით. მისი მუსიკა გადმოსცემს საუკუნოვანი თემის დრამატიზმის ძალას, მის ამაღლებულ ჰუმანიზნს, ბალეტმეისტერს და მოცეკვავეებს აძლევს ნამდვილი ქორეოგრაფიული ტრაგედიის შექმნის საშუალებას".
კ.ივანოვ, დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი, ‘სოვეტსკაია კულტურა“ 25/09/1963/.
68. „კომპოზიტორ მაჭავარიანის მუსიკამ აგვაღელვა ჩვენ თავისი მელოდიურობის გამომსახველობით, დრამატიზმით, გრძნობათა და აზრის დახვეწილობით. მუსიკა მდიდარია და აღსავსე განსხვავებული რიტმებით, იგი ემსახურება მთავარს, მოქმედი პირების შინაგანი სამყაროს გახსნას. მაჭავარიანის ოტელო ეჭვის გარეშე ბიძგს მისცემს ქართული და საბჭოთა მუსიკის გაფურჩქვნას....“
ი.ბრახტლ და პ.ტანკოვიჩ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები. ჩ.გორდოვსკი, კომპოზიტორი ჩეხეთიდან, „ზარია ვოსტოკა' 05/12/1957/.
69. „ოტელოს პარტიტურა - არის დიდი პროგრამული სიმფონია. ა.მაჭავარიანის მუსიკა ოსტატურად გვიყვება შექსპირის დიდი ადამიანური გრძნობების შესახებ".
ო.დიმიტრიადი, დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი, გაზეთი: „მოლოდოი სტალინეც" 31/12/1957/.
70. „მაჭავარიანის ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე" დიდი ნაწარმოებია, შედგება 8 ნაწილისგან, ლირიული სცენები დაწერილია მომხიბლავი სითბოთი, რომელთაც ცვლიან გამომხატველი ჟანრული და გმირული სცენები. იცნობს რა ბრწყინვალედ გუნდის ბუნებას, ავტორი ოსტატურად იყენებს მის ფერადოვნებას. მაჭავარიანის ორატორიას მოსკოვში დიდი წარმატება ხვდა წილად".
ი.შაპორინ, კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი, „ზარია ვოსტოკა" 02/04/1955/.
71. „განსაკუთრებულად მსურს ავღნიშნო ა.მაჭავარიანის სიმფონიური პოემა გუნდთან ერთად „გმირის სიკვდილზე", რომელიც გამომსახველად გადმოგვცემს ადამიანების გმირობას, სევდას დაღუპული გმირის გამო".
ვ.კუხარსკი, „სოვეტსკოე ისკუსტვო" 10/12/1949/.
72. „ლირიკულ-ეპიკურ სფეროში ა.მაჭავარიანი აღწევს განსაკუთრებით ორიგინალურ აზროვნებას. ორატორიაში „ჩემი სამშობლოს დღე" მაჭავარიანი ახდენს თემატური განვითარების დიდი ოსტატობის დემონსტრირებას, ჭეშმარიტ ნოვატორობას, დიდ მხატვრულ გამომგონლობას და უზადო გემოვნებას“.
ვ.კუხარსკი, „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.2, 1956.
73. „ორატირიაში „ჩემი სამშობლოს დღე“ ბუნებრივი მშვენიერება და ფართო მელოდიური დინება მაჭავარიანის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია.
ვ.კუხარსკი, „სოვეტსკი კომპოზიტორ" 1979. მოსკოვი.
74. „მაჭავარიანის ქმნილებები - მთელი საბჭოთა მუსიკის მშვენებაა - მათ იცნობს მთელი მსოფლიო. საკუთარი შემოქმედებითი უკომპრომისობის, სიმართლის და მისი ქმნილებების ნაყოფად მან მიიღო უმაღლესი აღიარება და პატივისცემა“.
ყარა ყარაევი, კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი, 01/10/1963/.
75. „ვიცნობ რა მისი კომპოზიციების მთელ რიგს და ვარ რა მისი შემოქმედების თაყვანის მცემელი, მიმაჩნია, რომ ა.მაჭავარიანი ჩვენი დროის უდიდესი კომპოზიტორია".
კ.ოსტერრაიხერი, დირიჟორი, ვენის მუსიკალური აკადემიის პროფესორი. ვენა 06/08/1984/.
76. „ვენის „მუზიკფერაინის" ინიციატივით ავსტრიის დედაქალაქში შედგა ა.მაჭავარიანის მუსიკის კონცერტი. ვენა უკვე იცნობდა მის მუსიკას მას მერე რაც მიხაილ ვაიმანმა შეასრულა იქ მისი სავიოლონო კონცერტი. ავსტრიელი მუსიკოსების მიერ შესრულდა საფორტეპიანო ციკლები „ქართული ფრესკები" და ‘პარიზული ჩანახატები", სავიოლინო და ვოკალური მუსიკა. კონცერტს დიდი წარმატება ხვდა წილად“.
დ.დ.“სოვეტსკაია კულტურა" Nr.9, 1983.
77. „ა.მაჭავარიანის მუსიკის ყოველი კონცერტი მოსკოვში - მუდამ არის დიდი მუსიკალური მოვლენა".
„სოვეტსკაია კულტურა" 10/02/1983/.
78. მაჭავარიანის კამერული მუსიკა. „ა.მაჭავარიანის, ამ დიდი ოსტატის მუსიკა ძალზედ პოპულარულია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. იმპროვიზაციულობამ შესძინა მის მუსიკას ახალი სუნთქვა, შემოქმედებითი მანერის თავისუფლება".
დ.დინოვა, „სოვეტსკაია მუზიკა' Nr.7, 1983.
79. „ა.მაჭავარიანის ‘“ქართულმა ფრესკებმა" გამოიწვიეს დიდი ინტერესი. მადლობა ალექსანდრე თორაძეს, რომელმაც გაგვაცნო საბჭოთა საფორტეპიანო მუსიკის ესოდენ დიდი მიღწევა.
გაზეთი „ხიუსტონ" აშშ, 22/05/1979/.
80. „ალექსი მაჭავარიანი დაჯილდოვებულია ღვთიური ნიჭით, რომლის საკომპოზიციო მისია დაიწყო ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში".
ა.ბალანჩივაძე, სსრკ სახალხო არტისტი, „ლიტერატურული საქართველო" 25/11/1988/.
81. „ქართული მუსიკის ახალი კლასიკოსი. უკვდავია მაჭავარიანის მუსიკა, უკვდავია მისი სახელი".
გ.ტორაძე, „საქართველოს რესპუბლიკა" 23/09/2003/.
82. „მაჭავარიანის მეოთხე „ახალგაზრდულმა" სიმფონიამ გაგვახსენა მისი უდიდესი ღვაწლის შესახებ ..... რადგან იგი გამოირჩევა დეამატურგიული ფორმების დახვეწილობით, ინსტრუმენტალურ-ქორეოგრაფიული ხასიათების სიკაშკაშით......“
ლ.იზმაილოვა, „სოვეტსკაია მუზიკა" Nr.3, 1986.
83. ა.მაჭავარიანის მუსიკა.
მის მეოთხე სიმფონიაში გვესმის კონტრასტების ურთიერთობა და არა დაპირისპირება. მუსიკა ხან მისრაფებით-აქტიურია, თანმიმდევრულად აჟღერებს რა სახასიათო ნაციონალური ცეკვების რიტმიკას, ხან რბილად მღერადი, რაც გვაგონებს ქართულ სიმღერას და თვით კომპოზიტორის ვოკალურ ლირიკას. სრულიად სხვა ხასიათი გააჩნია მესამე სიმფონიას. აქ უპირატესობა აქვს განგაშის ხასიათს, დაძაბულ - დისონანსური აკორდები, მუქი საორკესტრო ბგერები. გიგანტური განწყობები გადიდებული ორკესტრის რესურსებით და ორღანის ჩართვებით, იცვლება ჩუმი სოლო ინსტრუმენტების მონოლოგებით და დაუნდობელი ფანფარების გაფრთხილებით, სარაბანდას რიტმით გრანდიოზული ეპიზოდები მეზობლობენ გაქვავებულ და გაყინულ ეპიზოდებთან, რაც შემზარავ შთაბეჭდილებას ქმნის თავის მაშტაბით. სიმფონიის პირველივე მოსმენისას გამოჩნდა მისი შემქმნელის-ხელოვანის აღელვებული განჭვრეტა შეწუხებული თანამედროვეობის მწვავე პრობლემებით, მშვიდობის პრობლემით, თვით სიცოცხლის პრობლემით პლანეტაზე. ყოველივე ეს შესრულდა გააზრებით, ტემპერამენტით, გატაცებით, გემოვნებით დირიჟორ ვ.მაჭავარიანის მიერ ჩაიკოვსკის დარბაზში, სსრკ კულტურის სამინისტროს ორკესტრის მუსიკოსები არა მარტო ზუსტად ასრულებდნენ მაესტროს მითითებებს, არამედ ასევე გამოავლინეს შემოქმედებითი ინიციატივა მრავალ სოლო ეპიზოდში".
ვ.ლიხტ, „მუზიკალნაია ჟიზნ" Nr.4, 1986
84. ქართულ მუსიკალურ ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე საკომპოზიციო ტექნიკის სრული არსენალის გამოყენებით, ისევე როგორც საკუთარი და განუმეორებელი მუსიკალური ხელწერის განვითარებით, განსაკუთრებით კი სიმფონიურ და მუსიკალურ თეატრალურ სარბიელზე მიღწევებით, ალექსი მაჭავარიანი იქცა მეოცე საუკუნის სამხრეთ ევროპული სივრცის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს კომპოზიტორად.
ჰანს ულრიჰ დუფეკი, ჰამბურგში ინტერნაციონალური მუსიკის გამომცემლობის; „ჰანს სიკორსკი" დირექტორი. რომელიც გამოსცემს ა.მაჭავარიანის მუსიკას.
ჰამბურგი, 23/10/2008/.
85. „ მაჭავარიანი-ადამიანი პასუხებით“. ბალეტი «ჭირვეულის მორჯულება" შექსპირის მიხედვით. პრემიერა, მეორე მოქმედების საკონცერტო შესრულება. დირიჟორი: ვ.მაჭავარიანი.
მაჭავარიანის მუსიკა გახვევს თავბრუს, სავსეა სითბოთი და ლირიზმით, იგი ღრმაა და წარმოქმნის ინტელექტუალურ სივრცეს.... შექსპირის ჭირვეული აღსდგა მაშინ, როდესაც ამას ვერც კი წარმოვიდგენდით. უეცრად აიწია ემოციამ, კამათი გადაიზარდა დრამაში. ეს არის ის, რასაც თვით შექსპირი შექმნიდა, რადგან მაჭავარიანს ნამდვილად ჰქონდა პირდაპირი კავშირი სიმართლესთან, რომელთანაც თვით შექსპირს ჰქონდა კავშირი და მაჭავარიანმა ზუსტად იცოდა, თუ როგორ გაეკეთებინა ეს.
რამვოლდ ლიი, ინგლისი, „მესენჯერი" 17/11/2008/.
86. ალექსი მაჭავარიანის Nr.5 სიმფონია «უშბა" არის უეჭველი დადასტურება იმისა, რომ მისი შემოქმედება უკვე დიდი ხანია გასცდა ეროვნული რელიქვიის ფარგლებს და დაიკავა ღირსეული ადგილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კატალოგში….ეს სიმფონია თავისი სიმბლოლიზმით დასაწყისიდანვე გვაუწყებს სიცოცხლისა და ნათელის ზეიმს პირველსახოვან წყვდიადზე. როგორც მუსიკალური ფერწერის უდიდესი ოსტატი, ა.მაჭავარიანი გადმოგვცემს პირველადი სიცარიელის განცდას, იგი ამავე დროს თავისი დაუღალავი შემტევი მოძრაობით ახდენს მასშივე არსებული ენერგიის გიგანტურ კონცენტრაციას. არსებული ენერგია თითქოსდა გაარღვევს სიცარიელის მკვრივ საფარს, ფეთქდება რა ფეიერვერკის მთლიანად კოსმოსის განათებული სიცოცხლით სავსე შუქით, …წყვდიადიდან შუქისკენ …. მისი ერთადერთი ჩანაწერი შესრულდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორკესტრის, პეტერბურგის «მარიას" თეატრის სიმფონიური ორკესტრის მიერ. ამ ჩანაწერის ფასეულობა გამოიხატება როგორც თვით მუსიკის გენიალურობაში, ასევე ორკესტრის მიერ განუმეორებელ შესრულებაში, რომელსაც უხელმძღვანელა ა.მაჭავარიანის საქმის ღირსეულმა გამგრძელებელმა, ჭეშმარიტად ბრწყინვალე საერთაშორისოდ აღიარებულმა მუსიკოსმა…… დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა. ეს ჩანაწერი ჰბადებს იშვიათი «სამების" შეგრძნებას, შეიცავს რა თავის თავში თვით მუსიკის გენიალურობას, ორკესტრის უმაღლეს ოსტატობას და მუსიკალური პარტიტურის განსახიერების ჭეშმარიტად უდიდეს სადირიჟორო ნიჭს.
ბორის ნიკიტენკო, გერმანია, ინტერნეტ გვერდიდან, 2009 წელი.
87. „ქუდები მოიხადეთ ბატონებო“. ა.მაჭავარიანის ბალეტი „ჭირვეულის მორჯულება" პირველი მოქმედების საკონცერტო შესრულება. პრემიერა. დირიჟორი: ვ.მაჭავარიანი.
ეს მუსიკა და მისი შესრულება არის შექსპირის ნათელი კომედიის ბრწყინვალე წაკითხვა. ორკესტრობა არის უნაკლო, იგი სასიამოვნოა შესრულებისთვის, სადაც ორკესტრის ყოველ მუსიკოსს აქვს ბევრი სათქმელი და მნიშვნელოვანი სოლოები. მუსიკა ნაპერწკლებს ყრის ერთი საორკესტრო სექციიდან მეორეში, მსგავსად გიმნასტისა, რომელიც დაფრინავს რგოლების მეშვეობით. ღრმად დამარწმუნებელი ტემპი, მუსიკალური ექვივალენტი.... და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ ჭეშმარიტი სიხარულის ტრიუმფს, როდესაც ჭირვეული მორჯულდება. მუსიკა ბრწყინვალეა, ისევე როგორც მისი შესრულება, მაგრამ მას გააჩნია ბევრად უფრო მაღალი სუბსტანცია, ვიდრე ქმნილებას, რომელიც არის მხოლოდ ბრწყინვალე.
რამვოლდ ლიი, ინგლისი. „მესენჯერი" 03/11/2009/
88. ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტს, რომელსაც ასრულებდა იმ დროის ყველა საუკეთესო მევიოლინე, იეჰუდი მენუჰინი აფასებს როგორც მშვენიერი. იგი საზოგადოებას წარუდგინა დავიდ ოისტრახმა. ვფიქრობ, ეს იმგვარი კონცერტია, რომელიც შეეძლო დაეწერა რახმანინოვს.... მაგრამ ეს ნამდვილი ქართული მუსიკაა. ეს კონცერტი შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი კონცერტების რიცხვში, როგორებიცაა ჩაიკოვსკის და ბრამსის კონცერტები.
დევიდ ჯ. ბარკერი, აშშ, ინტერნეტ გვერდიდან. 2009 წელი
89. ალექსი მაჭავარიანის სიმფონია Nr.6, «ამირანი- პრომეთე".
…არანაკლებ შთამბეჭდავია სიმფონიის არქიტექტურულ-კომპოზიციური აგებულება. ორივე (მეხუთე და მეექვსე) სიმფონიები ერთნაწილიანია, მაგრამ არც ხანგრძლივობით და არც დრამატურგიული ინტენსიურობით არც ერთი მათგანი არ ჩამოუვარდება მოცარტის ან ბეთჰოვენის სიმფონიებს, ისევე როგორც სიმფონიური ჟანრის ზოგიერთ სხვა გენიალურ ოსტატს. ორივე სიმფონიაში მუსიკალური მოვლენები წარმოიშობა თითქოსდა განუზომელი კოსმიური სივრცეებიდან და მათშივე იფანტება…. თუ მეხუთე სიმფონიის ჩაწერა განხორციელდა «მარიას" თეატრის ორკესტრის მიერ, …..»ამირანი-პრომეთე" ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის მიერ. ორივე სიმფონიის მრავალჯერადი მოსმენის შემდეგ გამუდმებით ვუბრუნდები ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ არ არსებობს ცუდი ორკესტრები, თუ სადირიჟორო პულტთან დგას თავისი საქმის ოსტატი.
ბორის ნიკიტენკო, გერმანია, ვებ გვერდიდან, 2009 წელი.
90. ალექსი მაჭავარიანი, გამოჩენილი ქართველი და საბჭოთა კომპოზიტორი.
სწორედ მაჭავარიანს ეკუთვნის გენიალური მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი ფილმისთვის „ორი ოკეანეს საიდუმლოება"..... ფილმის წარმატება გამოიხატება სწორედ რომ მაჭავარიანის მუსიკის გენიალურობაში....მაჭავარიანი ქმნის საკუთარ და განუმეორებელ მუსიკალურ პოემას ‘ზღვა-ოკეანზე" რომელმაც შეიძინა უფართოვესი აუდიტორია.
ბელკანტო, ვებ გვერდი. 21/03/2012
91. ალექსი მაჭავარიანი ქართველი ბეთჰოვენი.
“როდესაც პირველად მოვისმინე ალექსი მაჭავარიანის Nr.6 სიმფონია „ამირანი-პრომეთე" რომელშიც კომპოზიტორმა მუსიკის თანამედროვე, შერეული სტილი გამოიყენა, კერძოდ „როკი“ და „საუნდსკეიპი“, ნაწარმოებით კომპოზიტორმა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობისკენ ქართველი ხალხის სწრაფვა გამოხატა. მეექვსე სიმფონიას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში..... საქართველოს მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა უნდა გასწიოს ალექსი მაჭავარიანის მუსიკალური მემკვიდრეობის დასაცავად, სწორედ ისე, როგორც ფინეთის მთავრობა იცავს სიბელიუსის, ხოლო რუმინეთის მთავრობა - ენესკუს შემოქმედებას. ალექსი მაჭავარიანის შემოქმედების სიდიადე სრულიად ახლებურად დავინახე კომპოზიტორის ვაჟის, მამის მუსიკალური მემკვიდრეობის მფარველისა და ქომაგის, ვახტანგ მაჭავარიანის საშუალებით, ის უდიდესი დირიჟორია, ვალერი გერგიევის და იური ტემირკანოვის რანგის ხელოვანი.......“
კაზუჰიკო კაშიმა, იაპონელი მუსიკათმცოდნე-კრიტიკოსი, გაზეთი „მესენჯერი" 09/05/2014/.
92. 2014 წელს, გერმანულმა გამომცემლობამ “ვოლკე" გამოსცა ბორის იოფეს წიგნი “სიმფონიურის დინებაში" (Im Fluss des Symphonischen). 648 გვერდიან წიგნში განიხილება საბჭოთა სიმფონიური მუსიკა, თემა იწყება ისეთი ავტორებით, როგორებიცაა: ა.სკრიაბინი, რ.გლიერი, ი.სტრავინსკი, ა.ლიადოვი, ს.პროკოფიევი, გ.პოპოვი და დ.შოსტაკოვიჩი. შემდგომ წიგნში ვითარდება საბჭოთა სიმფონიური მუსიკის მთელი პალიტრა.
აღნიშნულ წიგნში ფართოთ არის მოცემული ალექსი მაჭავარიანის სიმფონიური შემოქმედება, სადაც ავტორი განიხილავს მის შვიდივე სიმფონიას, ასევე საუბრობს მაჭავარიანის ღრმა თანამშრომლობაზე შექსპირთან, რუსთაველთან, ვაჟა ფშაველასთან და ანტიკურ ტრაგედიასთან.
ბ.იოფე აღნიშნავს მაჭავარიანის მიერ ქართული ფოლკლორის მდიდრულად და ოსტატურად გამოყენებას, როგორც უძველესი ქორალების, ასევე საცეკვაო რიტმიკის, ოღონდ სრულიად თანამედროვე ტექნიკის სრული არსენალის ოსტატურად გამოყენებით, მათ შორის 12 ტონიანი სისტემის ფლობით . ავტორი აგრძელებს: უკვე მის მეორე სიმფონიაში იყენებს მაჭავარიანი ამ პრინციპს, აღრმავებს რა მას მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სიმფონიების შექმნისას. ალექსი მაჭავარიანი არის თანამედროვე აზროვნების ფუძემდებელი საქართველოში, რამაც გავლენა იქონია სიმფონიური მუსიკის განვითარებაზე საქართველოში.
93. ალექსი მაჭავარიანის ოპერა „მედეა", პრემიერა.
ლიბრეტოს ავტორი, მუსიკის თანაავტორი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.
„ერთადერთი, რის წინასწარმეტყველებაც არის შესაძლებელი ალექსი მაჭავარიანის მუსიკაზე, არის ის, რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის მუსიკა. ისინი ვინც იცნობენ მაჭავარიანის მონუმენტალურ საორკესტრო ქმნილებებს მოელოდნენ, რომ მაჭავარიანის ეს ოპერა იქნებოდა გრანდიოზული. სამაგიეროდ იგი გვთავაზობს მედეას, რომლის წარმოდგენა შეიძლება ერთ დიდ ოთახში..... შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ალექსი მაჭავარიანი უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე ცისქვეშეთში და ასევე მღეროდა მშვენივრად. ასეთია შთაბეჭდილება ოპერის ყოველი სცენის მოსმენისას...... ალბათ ეს ოპერა უნდა შევადაროთ არა სხვა ოპერებს, არამედ მილტონის ხანმოკლე ეპიკური სამოთხის დაბრუნებას.
რამვოლდ ლიი. „მესენჯერი" 2010 წ. ივლისი.
|
|
|